სიახლეები

ვებინარი "მწვანე დაფინანსება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში"

ვებინარი "მწვანე დაფინანსება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში"

04 მარტი 2021

2 მარტს, MFC მიკროსაფინანსო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ ვებინარი თემაზე „მწვანე დაფინანსების განვითარება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში“.

ვებინარს სხვადასხვა ქვეყნებიდან მიკროსაფინანსო სექტორში მწვანე დაკრედიტების მიმართულებით ლიდერი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვებინარის პანელს ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალიდან მანუჩარ ჩიტაიშვილი და ბოსნიური მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სელმა ცილიმკოვიჩი უძღვებოდნენ.

სპიკერებმა ვებინარზე წარადგინეს პრეზენტაციები, სადაც დეტალურად აღწერეს მწვანე დაკრედიტების განვითარების ისტორია მათი კომპანიის მაგალითზე, ძირითადი მოტივატორები, რომელიც განაპირობებს კომპანიების აქტივობებებს მწვანე დაკრედიტების მიმართულებით და გამოწვევები, რომელთა გადალახვა კომპანიებს უწევთ.

შეხვედრა ინტერაქტიული იყო. მსმენელების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი ისეთმა საკითხებმა გამოწვია, როგორიცაა მომწოდებლების შერჩევა, მწვანე პორფელის კალკულატორის შექმნა, თანამშრომეთა მოტივაცია, მოხმარებელთა წახალისება და ა.შ.

ვებინარი ევროკავშირის მხარდაჭერით გამართა.

ინფორმაციისთვის:

◆ კრისტალი მწვანე დაკრედიტებას 2017 ოქტომბრიდან ახორციელებს.
◆ პროექტი გულისხმობს მომხმარებლებისთვის მწვანე ალტერნატივების შეთავაზებას და ეკომეგობრული, გარემოსთვის ნაკლებ საზიანო პროდუქტების დაფინანსების ხელშეწყობას.
◆ კომპანიას დღეს მწვანე დაკრედიტების მიმართულებით გენერირებული აქვს 9 000 000 პორტფელი და 9000 კლიენტი.
◆ CSR Award 2020-ის კონკურსზე, კატეგორიაში „მდგრადი განვითარების მიზანი #12“ - პროექტი „მწვანე დაფინანსება“ კრისტლმა გამარვება მოიპოვა.