სიახლეები

Buzz  საქართველოს ავტობუსი დასავლეთ საქართველოსკენ დაიძრა

Buzz საქართველოს ავტობუსი დასავლეთ საქართველოსკენ დაიძრა

22 აპრილი 2021
  • დღეს Buzz  საქართველოს ავტობუსი დასავლეთ საქართველოსკენ დაიძრა. ოთხი დღის განმავლობაში ჩვენ საქმიანობას გავაცნობთ  ადგილობრივ მოსახლეობას და Buzz საქართველოს ტრენინგებზე მოვიწვევთ   რეგიონში და სოფლად მცხოვრებ ქალებს იმისთვის, რომ  რაც შეიძლება მეტ ქალს დავეხმაროთ ეკონომიკური და სამეწარმეო განვითარების მიმართულებით წარმატების მიღწევაში. ჩვენი კამპანიის სლოგანია  „გახდი წარმატებული მეწარმე ქალი“
  • შემოგვიერთდით!

პროგრამის შესახებ:

USAID-ის პროგრამა - „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

USAID YES-Georgia პროგრამა ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი.  სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ და უკვე არსებულ მეწარმე ქალებს და ახალგაზრდებს. 2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ბიზნესები  უფრო მაღალშემოსავლიან საწარმოებად გადააქციონ.