სიახლეები

კრისტალში  „ინტერ ბიზნესის აკადემიის“ სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდა

კრისტალში „ინტერ ბიზნესის აკადემიის“ სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდა

14 მაისი 2021

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში კრისტალი აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ საგანმანათლებლო სასწავლებელთან   - „ინტერ ბიზნესის აკადემიასთან“. თანამშრომლობა ითვალისწინებს სალარო ოპერაციების მიმართულებით კრისტალის წარმატებული თანამშრომლების მიერ სასწავლებლის  სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის  ცოდნის გაზიარებას. 

ინტერ ბიზნესის აკადემიაში სტუდენტებისთვის  რამდენიმე პროგრამა მოქმედებს, მათ შორის არის  საფინანსო სერვისების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. სწორედ ამ სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოდულია „ სალარო ოპერაციების განხორციელების“ პრაქტიკული კომპონენტია.

14 მაისს,  თბილისის სათაო ოფისში სასწავლებლის სტუდენტებს კრისტალში მეორედ უმასპინძლეს.  ტრენინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბანკნოტებისა და მონეტების ფორმირება-შეფუთვა, კუპიურებისა და მონეტებს ნამდვილობის დადგენა და ფორმირება, ინკასაციით გასაგზავნი თანხისა და ფასეულობების ფორმირება და სხვა.  იმისათვის, რომ ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი რეალურ სიტუაციასთან მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო, კრისტალმა სტუდენტებისთვის  ადგილზე წარმოადგინა სალარო ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ყველა ინვენტარი.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება და ამ ფორმით ახალი თაობისთვის ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვანია  ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის.

ღონისძიება უსაფრთხოების ნორმების  სრული დაცვით ჩატარდა.