სიახლეები

მოგზაურობა მწვანე სამყაროში, „კრისტალთან“ ერთად

მოგზაურობა მწვანე სამყაროში, „კრისტალთან“ ერთად

22 ივნისი 2021

დღესდღეობით მსოფლიო მრავალი გლობალური პრობლემის წინაშე დგას. ამ პრობლემებში მნიშვნელოვანი როლი კი გარემოს საკითხებს უჭირავს. ახლა, ისე, როგორც არასდროს, ძალიან აქტუალურ თემაა დედამიწაზე არსებული რესურსების დაზოგვა და მათი ალტერნატიული და მწვანე რესურსებით ჩანაცვლება. 

ამ მიმართულებით, მსოფლიო ბაზარზე, უამრავი კომპანია პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ხერხს მიმართავს, ცხადია, მათ შორის არც ქართული კომპანიები ჩამორჩებიან.

„მწვანე დაფინანსებაზე“ მოთხოვნის ზრდისა და გაყიდვების სტიმულირების მიზნით „კრისტალმა“ ახალი, ინოვაციური ტექნიკის გამოყენება დაიწყო. ეს არის VR  სათვალე, სადაც ვირტუალური რეალობის ვიდეოა ჩაწერილი. მისი დახმარებით, მომხმარებლები, საინტერესო და სახალისო გზით, მიიღებენ ინფორმაციას „მწვანე სახლში“ შემავალი პროდუქტების დადებით მახასიათებლებზე, რაც დაეხმარება მათ ნივთის შეძენისას, არჩევანი სარგებლის გათვალისწინებით, სწორედ ენერგოეფექტურ პროდუქტებზე გააკეთონ.

პროექტი მწვანე ალტერნატივებზე საზოგადოების ინფორმირების კუთხით ერთ-ერთი ინოვაციურია. პროდუქტი მომზადდა კრისტალის პარტნიორის GGF-ის დაფინანსებული მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარების ცნობიერების ამაღლებას და მოტივაციას, რომ „კრისტალის“ დახმარებით შეიძინონ ენერგოეფექტური/განახლებადი ენერგიის პროდუქტები.

„მწვანე დაფინანსების“ მიმართულება ორგანიზაციაში 2017 წელს გაჩნდა, რომელიც მომხმარებლებისთვის მწვანე ალტერნატივების შეთავაზებას და ეკომეგობრული, გარემოსთვის ნაკლებ საზიანო პროდუქტების დაფინანსების ხელშეწყობას გულისხმობს. ამით, „კრისტალი“ ცდილობს საკუთარი წილი პასუხისმგებლობით და მზრუნველობით, გარემოზე მავნე ზემოქმედება შეამციროს.

ამ მიმართულების ფარგლებში, ფინანსდება ისეთი მწვანე ალტერნატივები, როგორიცაა: ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ეკო-მეგობრული სამშენებლო მასალები, განახლებადი ენერგოტექნოლოგიები, გათბობის ენერგო ეფექტური საშუალებები, ჰიბრიდული და ელექტრო ავტომანქანები, CNG სისტემები, სარწყავი სისტემები და სხვა.