სიახლეები

კრისტალი აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და მათი განვითარების ხელშეწყობას

კრისტალი აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და მათი განვითარების ხელშეწყობას

01 ივლისი 2021

ამ მიზნით კომპანიამ 26 ივნისს მონაწილეობა მიიღო „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ და კანტის აკადემიის მიერ ორგანიზებული  ინოვაციური სტარტაპების „იდეათონში“,  რომლის მიზანი ინოვატორი  ახალგზრდებისთვის სტარტაპ იდეების განხორციელებაში ფინანსური და საგანმანათლებლო კუთხით მხარდაჭერა იყო.

სკოლის მოსწავლეებმა რუსთავიდან, ბათუმიდან და თელავიდან ჟიურის წინაშე სტარტაპ იდეები წარმოადგინეს. იდეათონი იყო პროექტის დასკვნითი ეტაპი, რომელსაც მთელი წლის მანძილზე საინტერესო ტრენინგები, შეხვედრები და საერთაშორისო მასტერკლასები უძღვოდა წინ.

კრისტალიდან კონკურსის ჟიურის წევრი ლიზინგის მიმართულების  ხელმძღვანელი კახა გაბესკირია იყო, რომელმაც კომპანიის სახელით პროექტის  მონაწილე გუნდს სპეციალური ჯილდო - „ახლაგაზრდა მეწარმეთა სკოლის“ სასწავლო ვაუჩერი გადასცა. 

კრისტალის რჩეული გუნდი „ნაძვი“ გახდა, რომელიც 5 წევრისგან შედგება. ხუთივე მათგანი სექტემბრიდან გაივლის  USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia)  ტრენინგ კურსს - „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“. პროგრამა ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი”.

ტრენინგ კურსს - „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში, ახალგაზრდები ბიზნეს მოდელის შექმნას, ბიზნეს პროექტის წერას და ფინანსური დაგეგმარებას შეისწავლიან.

კრისტალის ფავორიტი  გუნდი „ნაძვის“  ბიზნეს იდეა ისეთი საგანმანათლებლო სოციალური პლატფორმის შექმნას გულისხმობს, სადაც  განთავსებული იქნება მხოლოდ საგანმანათლებლო ღონისძიებები, შეხვედრები, პროექტები. პლატფორმაზე განთავსდება სასარგებლო და საინტერესო საგანმანათლებლო ხასიათის ინფრმაციები. პლატფორმაზე წვდომა ნებისმიერი დაინეტრესებულ პირს ექნება.

პროექტი „თაობა Z – Start Up ობსერვატორია“ განხორციელდა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ კანტის აკადემიასთან თანამშრომლობით აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში.