სიახლეები

Amazon.com-ზე გაყიდვის სტრატეგია და პროდუქციის ექსპორტი ევროპის ბაზარზე

Amazon.com-ზე გაყიდვის სტრატეგია და პროდუქციის ექსპორტი ევროპის ბაზარზე

23 სექტემბერი 2021

დაიწყო მიღება „ტარტუს კრეატიული ინდუსტრიების ცენტრისა“ და „კრისტალ კონსალტინგის“ მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამაზე, რომლის მიზანია კურსის მონაწილეებს ასწავლოს ევროპის ბაზრებზე პროდუქციის ექსპორტი და გაყიდვები Amazon.com-ის პლატფორმაზე. პროექტი ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განვითარების თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში. სასწავლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე:  Going Global Georgia