სიახლეები

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა კრისტალის სესხების საპროცენტო განაკვეთზე არ აისახება

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა კრისტალის სესხების საპროცენტო განაკვეთზე არ აისახება

09 დეკემბერი 2021

ჩვენ,  როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნეს კომპანია, შესაძლებლობების ფარგლებში მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი მომხმარებლების განვითარებასა და გაძლიერებაზე.

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 0,5%-ით გაზრდა კრისტალის მომხმარებელთა სესხების საპროცენტო განაკვეთზე არ აისახება. კრისტალის საკრედიტო პროდუქტები რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული არ არის.  შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების მიუხედავად, ჩვენს მომხმარებლებს სესხი არ გაუძვირდებათ.  

აქვე გაცნობებთ, რომ კრისტალის მომხმარებლებზე არც ლარის კურსის ცვლილება მოქმდებს, რადგან კომპანია  სესხებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გასცემს. შესაბამისად, ნებისმიერი სავალუტო ცვლილების  დროს,  „კრისტალი“  თავად  იღებს რისკს და ეს ცვლილება მომხმარებელის საკრედიტო შენატანზე არ აისახება.

გისურვებთ წარმატებებს!