სიახლეები

კრისტალმა სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ინტერნეტზე წვდომა დაუფინანსა

კრისტალმა სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ინტერნეტზე წვდომა დაუფინანსა

22 დეკემბერი 2021

„კრისტალმა“ წინასაახალწლოდ სოციალურად დაუცველ 50-ზე მეტ მოსწავლეს ინტერნეტის სააბონენტო გადასახადი დაუფინანსა. 

ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა „კრისტალის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და „ჩართეს“ მხარდაჭერაც სწორედ ამ მიმართულების ფარგლებში ხორციელდება. 

„წინასაახალწლოდ საჩუქრის გაცემა სასიამოვნო ტრადიციაა, მაგრამ განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ის კონკრეტულ, სასარგებლო და სამომავლო მიზანს ემსახურება. მადლობას ვუხდით charte.ge-ს ასეთ შესანიშნავი პლატფორმის შექმნისთვის, იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პლატფორმა იმდენად მაღალ პოპულარობას მოიხვეჭს, რომ საქართველოში აღარ იქნება მოზარდი, რომელსაც ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა შეზღუდული ექნება“ - აღნიშნავენ კრისტალში.

პროექტი „ჩართე“ – charte.ge საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-ს საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს სოციალურად დაუცველი უფროსკლასელებისთვის კომპიუტერის ან ინტერნეტის გადასახადის დაფინანსების საშუალებას აძლევს. პროექტის დახმარებით, თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობებით სარგებლობა უკვე 1500-ზე მეტ მოსწავლეს შეუძლია. კომპიუტერის ან ინტერნეტის მიღების შემდეგ ისინი პროექტის ავტორების სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაშიც ერთვებიან. 

პროექტ „ჩართეს“ მონაცემებით, ამჟამად საქართველოში ინტერნეტი სოციალურად დაუცველ 78 000-მდე მოსწავლეს არ აქვს. მათი უდიდესი ნაწილი ინტერნეტის დაფარვის ზონაში ცხოვრობს, თუმცა მომსახურების საფასურის გადახდას ფინანსების არქონის გამო ვერ ახერხებს. ამ პირობებში პროექტის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია.