მიმდინარე ვაკანსიები

სტაჟირება საკრედიტო მიმართულებით

სტაჟირება საკრედიტო მიმართულებით
ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, სენაკი, ქუთაისი, მარნეული, წყალტუბო, ხაშური
13 იანვარი, 2020
01 თებერვალი, 2020

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია გთავაზობთ სწავლებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სტაჟირებას საკრედიტო მიმართულებით შემდეგ ქალაქებში: ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, სენაკი, ქუთაისი, მარნეული, წყალტუბო, ხაშური

  • შენ გექნება შესაძლებლობა ისწავლო:
    • საფინანსო სექტორის სპეციფიკა;
    • ფინანსური ანგარიშგების უწყისები და  მისი ანალიზი;
    • საკრედიტო რისკების შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები;
    • სხვადასხვა დარგების ბიზნესპროცესები და სპეციფიკები;
    • გაყიდვების მართვა და ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკები;
    • ჩვენ ვეძებთ ადამიანს:
      • რომელიც არის სწავლაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
      • რომელსაც აქვს კარგი კომუნიკაციის და ანალიტიკური უნარი;
      • რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი;
      • ჩვენ გთავაზობთ:
        • საორიენტაციო და პროფესიული სტაჟირების სპეციალურ პროგრამას და სასწავლო მასალებს;
        • გამოცდილ პროფესიონალ მენტორს, რომელიც იზრუნებს შენს პროფესიულ განვითარებაზე;
        • კავშირებს პროფესიონალ ადამიანებთან;
        • მეგობრულ და საიამოვნო გარემოს;
        • სტაჟირების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
        • სტაჟირების პირობები :
          • სტაჟირების ხანგრძლივობა: 2-დან 5 თვემდე
          • გრაფიკი: მოქნილი
          • შენ გახდები: აქტიური, განვითარებაზე ორიენტირებული და მოტივირებული გუნდის წევრი.

თუ ფიქრობ რომ ეს სტაჟირება შენთვის საინტერესოა და თვლი, რომ ხარ ის ვისაც ვეძებთ, გამოგვიგზავნე  CV/რეზიუმე მისამართზე: სააპლიკაციო ფორმა და წერილის სათაურში მიუთითე ‘’სტაჟირება საკრედიტო მიმართულებით - შესაბამისი ქალაქი

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:  2020 წლის 1 თებერვალი

 

კრისტალის შესახებ:

“კრისტალი“ ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც  საქართველოს მასშტაბით მართავს  310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს და ემსახურება 100,000-ზე მეტი მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას, მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით.

„კრისტალი“ პირველი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა, ხოლო 2018 წელს  საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა და „მელიორა 2018“-ის გრან-პრის მფლობელი გახდა.

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ვებ გვერდს: ir.crystal.ge

 
 

 

გახდი კრისტალელი

 

თუ გსურს გახდე კრისტალელი და მიმდინარე ვაკანსიების ჩამონათვალში არ არის შენთვის საინტერესო სამუშაო ან პოზიცია,  დაგვიტოვე მონაცემები ბმულზე. შევსებული ინფორმაცია აისახება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალის მონაცემთა ბაზაში და დაკავშირება მოხდება შესაბამისი ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში.

კრისტალი გისურვებთ წარმატებას!