Search
ყველა შედეგი

კრისტალ კონსალტინგი

მენტორინგი ქალი მეწარმეებისთვის

კრისტალ კონსალტინგი არის ბიზნეს-საკონსულტაციო პლატფორმა, რომელიც ეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) სექტორის წარმომადგენელ მეწარმეებს მოკლე და გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში.

საქართველოში MSME სექტორში დასაქმებულ ქალ მეწარმეებს აქვთ მრავალი გამოწვევა ყოველდღიურ საქმიანობაში: ბიზნესის მართვის გამოცდილების ნაკლებობა, ბიზნეს რესურსებზე და ტექნოლოგიებზე შეზღუდული წვდომა, საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობა და სხვა კულტურული თუ ოჯახური გავლენები, რომლებიც აისახება მათ ყოველდღიურ საქმიანობაზე. მნიშვნელოვანია მეწარმე ქალთა ეკონომიკური პროდუქტიულობის გაუმჯობესება, მათი ბიზნესების მდგრადობის და სტაბილურობის მიზნით.

ეფექტური ლიდერობა, მართვა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი საჭიროებს მრავალმხრივ ცოდნას და გამოცდილებას საუკეთესო შედეგების მისაღწევად.  ,,კრისტალ კონსალტინგი“ არის მეწარმეების განვითარების პლატფორმა, რომლის მისიაა საქართველოში ბიზნეს სერვისებზე წვდომის დემოკრატიზაცია, რათა ყველა მეწარმისთვის თანაბარად ხელმისაწვდომი იყოს განვითარების შესაძლებლობები.

კონსულტაციის/მენტორინგის პროცესში კომპანია ეყრდნობა ბიზნეს სფეროში არსებულ საუკეთესო გამოცდილებებს, რათა დაეხმაროს მეწარმეებს არსებული გამოწვევების იდენტიფიკაციასა და შემდგომ მათ ეფექტურ გადაჭრაში. ბიზნესის ანალიზის შედეგად, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის გაიცემა რეკომენდაციები და ხდება საწყის ეტაპზე მათი დანერგვა.

ვის შეუძლია სერვისებით სარგებლობა?

საქართველოში MSME სექტორში დასაქმებულ, განვითარების და ზრდის პოტენციალის მქონე ქალ მეწარმეებს. კერძოდ:

  • რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ფიზიკური/იურიდიული პირი;
  • მოქმედი ბიზნეს საქმიანობა, რომელსაც ქალი მეწარმე თავად წარმართავს;
  • კრისტალის მსესხებელი და არა მსესხებელი ქალი მეწარმე, რომელსაც აქვს ზრდის და განვითარების პოტენციალი. 

შეთავაზება:

  • ბიზნესის არსებული მდგომარეობის ანალიზი, რისკების შეფასება და საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • მორგებული ინდივიდუალური ბიზნეს-კონსულტაცია და მენტორობის პროგრამა;
  • ახალი ცოდნისა და უნარების მიღება რეგულარული ტრენინგების მეშვეობით;
  • ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება.

სამენტორო, საკონსულტაციო თემები:

  • ბიზნესის მართვა – მენეჯმენტი
  • ბიზნესის ფინანსების მართვა
  • საგადასახადო საკითხები – აღრიცხვა-ანგარიშგება
  • მარკეტინგი
  • რისკების ანალიზი და შეფასება
  • ლიდერობა

სერვისის მიწოდება:

  • ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები;
  • პირადი და დისტანციური საკომუნიკაციო არხები.

დარეგისტრირდი მენტორინგის პროგრამაზე და გადადი ბიზნესის განვითარები ახალ საფეხურზე

დამატებითი ინფორმაცია

USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID YES-Georgia)’’, ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (WGDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალი’’.

„კრისტალ კონსალტინგი“ წარმოადგენს „ფონდი კრისტალი“-ს ქვეკონტრაქტორ კომპანიას, რომელიც კომპონენტების შესაბამის აქტივობებს ახორციელებს.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.