Search
ყველა შედეგი

ქალაქი თბილისი

დეპარტამენტი არასაკრედიტო პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 15 ოქტომბერი, 2024


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას არასაკრედიტო პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე 

სამუშაო ადგილი: თბილისი 
 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. „კრისტალი“ უკვე 25  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას. 

„კრისტალი“ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 

ძირითადი მოვალეობები: 

  • არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების  სტრატეგიის შემუშავებაში და დანერგვა; 
  • დაქვემდებარებული გუნდის ხელმძღვანელობა, მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა; 
  • ახალი პროდუქტისა და პროცესის შექმნა და იმპლემენტაცია; 
  •  არსებული პროდუქტისა და პროცესის ცვლილების შესახებ წინადადებების წარდგენა; 
  • გაყიდვების გაზრდის და/ან მომხმარებელთა ლოიალურობის გაზრდის მიზნით პროგრამების (აქციების) შემუშავება, მათი წარმართვის პროცესში მონაწილეობა და ეფექტურობის მონიტორინგი; 
  • არასაკრედოტო პროდუქტების მიმართებაში არსებული პროცესების ოპტიმიზაცია, მათ მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა, და შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელება; 
  • კონკურენტების ანალიზი; 
  • ბაზრის წილის ზრდის უზურნველყოფა; 
  • პროდუქტის დიზაინის და მახასიათებლების (მათ შორის ფასდადების), რისკების მოთხოვნების,  და სხვა ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა, ჩამოყალიბება; 
  • ბიუჯეტირებული პარამეტრების შესრულების უზრუნველყოფა; 
  • პერიოდული ანგარიშგება. 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან/და მარკეტინგის მიმართულებით; 
  • საბანკო სფეროში საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე; 
  • არასაკრედიტო პროდუქტების/სერვისების ცოდნა; 
  • შესაბამისი რეგულაციების ცოდნა; 
  • პროექტის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ანალიტიკური აზროვნება;  
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • ინგლისური ენის ცოდნა  

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2024 წლის 15 ოქტომრბრის ჩათვლით მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ „პოზიციის დასახელება  – ქალაქი“. 

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.