Search
ყველა შედეგი

ავტო დაკრედიტების ოფიცერი

განაცხადის შევსება

ქალაქი თბილისი

დეპარტამენტი ავტო დაკრედიტების ოფიცერი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 3 აპრილი, 2024


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – ავტო დაკრედიტების ოფიცერი.  

სამუშაო ადგილი: თბილისი  
განაკვეთი: სრული 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. „კრისტალი“ უკვე 25  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას. 

„კრისტალი“ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ავტოსესხების/განვადებების დამუშავება/გაცემა; 
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება; 
  • არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება; 
  • სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა; 
  • პოტენციურ კლიენტებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარება; 
  • მიღებული ინფორმაციის ანალიზი; 
  • ავტო-სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, შეფასება და საბაზრო ღირებულების დადგენა; 
  • კლიენტთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა; 
  • კლიენტების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების კონტროლი; 
  • ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე; 
  • საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა. 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); 
  • ფინანსური მათემატიკის, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა (სასურველია); 
  • პოტენციური მომხმარებელთა ბაზრის ცოდნის სათანადო დონე (სასურველია); 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; 
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული; 
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; 
  • სპეციფიკიდან გამომდინარე რუსული ენის ცოდნა. 

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2024 წლის 3 აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა.  

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.