განვადების ცენტრის ადმინისტრატორი
განაცხადის შევსებადეპარტამენტი განვადების ცენტრის ადმინისტრატორი
პოზიციის ტიპი სრული
საბოლოო ვადა 8 აპრილი, 2023
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს განვადების ცენტრის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული
„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. „კრისტალი“ უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ძირითადი მოვალეობები:
- გაცემული განვადებების ხელშეკრულებების შესაბამისი წესით შემოწმება, შენახვა;
- ხარვეზების იდენტიფიცირება და აღრიცხვა;
- ელექტრონული ბაზის წარმოება;
- განაცხადების აღრიცვხა და შენახვა;
- კომპანიაში არსებული ვადების და სტანდარტების დაცით დოკუმენტების არქივირებისთვის მომზადება და გადაცემა;
- თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ორგანიზებულობა, დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2023 წლის 8 აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.