Search
ყველა შედეგი

განვადების ოფიცერი

განაცხადის შევსება

ქალაქი ბათუმი, ბორჯომი, გორი, ზესტაფონი, თბილისი, მარნეული, რუსთავი, სამტრედია, ქუთაისი, ხონი

დეპარტამენტი განვადების ოფიცერი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 24 მაისი, 2024


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას განვადების ოფიცრის პოზიციაზე. 

 სამუშაო ადგილდებარეობა: თბილისი, გორი, ბორჯომი, რუსთავი, მარნეული; ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია, ხონი, ბათუმი 

განაკვეთი: სრული 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. „კრისტალი“ უკვე 25  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას. 

„კრისტალი“ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კრისტალის პროდუქტებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა; 
  • პოტენციური კლიენტებისათვის პირობების გაცნობა;  
  • კომპანიის ცნობადობის გაზრდა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა); 
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტები; 
  • საშუალო ან პროფესიული განათლება. 

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები: 

  • მიზანდასახული და ენერგიული; 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე;  
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული. 

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2024 წლის 24 მაისის  ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა – განვადების ოფიცერი 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.