Search
ყველა შედეგი

პრობლემური სესხების რეგიონალური მართვის სპეციალისტი

განაცხადის შევსება

ქალაქი გორი, ხაშური

დეპარტამენტი პრობლემური სესხების რეგიონალური მართვის სპეციალისტი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 2 ოქტომბერი, 2022


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების რეგიონალური მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: გორი, ხაშური

განაკვეთი : სრული

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უკვე 24  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით მომხმარებელს მათზე მორგებულ ფინანსურ სერვისებს აწვდის. კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კუთხით.

კრისტალის დიდი გუნდი აერთიანებს  1000 ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას, რაც ნათლად გამოიხატება განვითარებაზე ორიენტირებულობაში, მეგობრული გარემოს შექმნაში, თანამშრომლებზე ზრუნვაში,  გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში.  სწორედ ასეთი გარემო და კოლეგიალური ურთიერთობები განაპირობებს იმას, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე მრავალი წელია კომპანიაშია დასაქმებული, რაც ნათლად აისახება კომპანიის სიძლიერეზე, სტაბილურობასა და წარმატებაზე.


“კრისტალი” გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

  • პირად მართვაში არსებულ სასესხო პორტფელში ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი და ვადაგადაცილების მართვა;
  • ვადაგადაცილებული სესხების დაფარვის პროცესში უშუალო მონაწილეობა და გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზება;
  • მომხმარებლების/დაკავშირებული პირების მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების მოძიება და შესაბამისი ღონიძიებების დაგეგმვა;
  • მომხმარებლებთან და შესაბამისი ფილიალის თანამშრომლებთან კომუნიკაცია ვადაგადაცილებული სესხის გაჯანსაღების მიზნით;
  • დასახული გეგმის შესრულება;
  • პორტფელის მართვის პროცესში წარმოქმნილი წინააღმდეგობების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტების ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • პრობლემური სექტორების და ლოკაციების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • ფილიალებში პირველადი სასესხო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა შემდგომი სამართლებრივი ღონისძიებების განსახორციელებლად;
  • გეგმიური ანგარიშგება შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოზე, მიღებულ შედეგზე და დასახულ ამოცანებზე;
  • მომხმარებლების გადახდისუნარიანობის დადგენის მიზნით, მათი ფინანსური მონაცემების დადგენა და ანალიზი (რესტრუქტურიზაციის, მორიგების დროს);
  • პორტფელში არსებული მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება  – სავალდებულო;
  • ანალოგიურ პოზიციაზე ან მსგავს სფეროში მუშობის გამოცდილება  – სავალდებულო
  • საოფისე პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (Microsoft Office Word/Excel/Powerpoint) – სავალდებულოა
  • ავტომობილის მართვის ცოდნა (მართვის მოწმობა) – სავალდებულო;
  • რუსული ენის ცოდნა – სავალდებულო;
  • ფინანსური ანალიზის საფუძვლების ცოდნა – სასურველია

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შეზღუდულ ვადებში საქმიანობების შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღლი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი 

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2022 წლის 02 ოქტომბრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა. 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო