Search
ყველა შედეგი

ქალაქი თბილისი, ქუთაისი

დეპარტამენტი პროგრამული უზრუნველყოფის  მხარდაჭერის   სპეციალისტი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 8 ოქტომბერი, 2024


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალიტი

სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი – თბილისი/ქუთაისი

განაკვეთი: სრული

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. „კრისტალი“ უკვე  25  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას. 

 „კრისტალის“ ბენეფიტები:

  • პიროვნული და პროფესიული ზრდა
  • მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო
  • საბონუსე სისტემა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

  • ბიზნესისთვის კრიტიკული აპლიკაციების მხარდაჭერა
  • ბიზნეს აპლიკაციების კონფიგურირება და ოპტიმიზაცია
  • მომხმარებელთა წვდომის მართვა და უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვა
  • წარმოქმნილი ინციდენტების სწრაფი იდენტიფიცირება და დიაგნოსტიკა
  • ინციდენტების ესკალაცია შესაბამის გუნდებთან ან მომწოდებლებთან
  • ინციდენტების ანალიზი და პრევენციული ზომების შემუშავება
  • პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების  განხორციელება
  • Production, Development, Test, Preproduction გარემოებების მართვა და სინქრონიზაცია
  • ცვლილებების კონტროლის პროცესების დაცვა გარემოებს შორის
  • ბიზნეს აპლიკაციების API-ების მონიტორინგი და მხარდაჭერა
  • სისტემებს შორის ინტეგრაციების მართვა და მხარდაჭერა

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით)
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბიზნეს აპლიკაციების ადმინისტრირებაში
  • გამოცდილება კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფის მართვაში
  • მონაცემთა ბაზებთან მიშაობის ცოდნა (MS SQL Server, My SQL)
  • ვებ-სერვისებთან და API-ებთან მუშაობის  და მათი ტრაბელშუთინგის გამოცდილება
  • პროგრამირების და სკრიპტინგის საბაზისო ცოდნა

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • ეფექტური კომუნიკაცის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • პრობლემების გადაწყვეტის უნარი
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2024 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.