Search
ყველა შედეგი

ქალაქი თბილისი, ქუთაისი

დეპარტამენტი საკრედიტო კონტროლის სპეციალისტი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 21 ივლისი, 2024


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – საკრედიტო კონტროლის სპეციალისტი

სამუშაო ადგილი:  სათავო ოფისი (თბილისი ან ქუთაისი)

განაკვეთი: სრული

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. „კრისტალი“ უკვე 25  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

„კრისტალი“ გთავაზობთ:

ძირითადი მოვალეობები:

  • შესამოწმებელი სესხების, ფილიალებისა და სერვის ცენტრების შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
  • შესაძლო თაღლითური ქმედებების მოკვლევა და საბოლოო დასკვნისა თუ რეკომენდაციების შემუშავება;
  • განახორციელოს საკრედიტო პორტფელის დამოუკიდებელი და ობიექტური მონიტორინგი კომპანიაში არსებული წესებისა და რეგულაციების გათვალისწინებით;
  • მონიტორინგის შემდეგ შესაბამისი ანგარიშის მომზადება, რეკომენდაციის გაცემა და გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების და დელეგირებული უფლება-მოსილებების შესრულება კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე; 
  • მივლინებებში მონაწილების მიღების შესაძლებლობა;
  • პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიის შიგნით შესაბამისი რგოლის თანამშრომლებთან კომუნიკაცია;
  • კომპანიის საქმიანობასთან და მომხმარებლებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსური განხრით) –  სავალდებულო;
  • საბანკო და/ან  მიკრო საფინანსო სფეროშისაკრედიტო მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება – სავალდებულო;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა – სავალდებულო;
  • რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა – სავალდებულო;
  • აზერბაიჯანული ენის ცოდნა – სასურველია;

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • დეტალებზე ორიენტირებულება; 
  • პრინციპულობა;
  • ანალიტიკური უნარი;
  • კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ქართულ ენაზე ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ეთიკურობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2024 წლის 21 ივლისის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge  სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ლოკაცია(წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).


რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.


ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.