ქალაქი ბათუმი
დეპარტამენტი სტაჟირება ლიზინგის მიმართულებით
პოზიციის ტიპი სტაჟირება
საბოლოო ვადა 10 ივნისი, 2023
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს სტაჟირებას ლიზინგის მიმართულებით
თუ ელოდები დასაქმების რეალურ შანსს და წარმატებული სამუშაო გამოცდილების მიღებას კომფორტულ გარემოში, თუ გსურს გარანტირებული პროფესიული ზრდა და მაქსიმალური ცოდნის მიღება ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ პროდუქტზე, სწორედ ეს ვაკანსია დაგეხმარება მიზნების მიღწევაში!
სამუშაო ადგილი: ბათუმი
განაკვეთი: მოქნილი
„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. „კრისტალი“ უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს 1300-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს:
- სრულ განაკვეთზე დასაქმების რეალურ შესაძლებლობას.
სტაჟირების დროს გექნებათ შესაძლებლობა შეისწავლოთ:
- პროდუქტი ლიზინგი;
- ლიზინგის პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
- მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა;
- ლიზინგის პროექტების გაცემა;
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
- ლიზინგის პროცესები და პროცედურების მართვა;
- ლიზინგის პროექტების დამუშავება და ანალიზი;
- ლიზინგის კომიტეტის პროცესების გავლა;
- ლიზინგის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
- სალიზინგო დოკუმენტაციების მართვა;
- ლიზინგის აქტივების პოტენციურ მომწოდებლებთან B2B გაყიდვების განვითარება;
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაბელურობა;
- ორგანიზებულობა და შედეგზე ორინეტირებულობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2023 წლის 23 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით შეავსეთ განაცხადის ფორმა.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.