Search
ყველა შედეგი

ქალაქი თბილისი

დეპარტამენტი სტაჟირება მარკეტინგის მიმართულებით

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 25 თებერვალი, 2024


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს სტაჟირებას მარკეტინგის მიმართულებით.

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. „კრისტალი“ უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს 1300-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

თუ ხარ სტუდენტი ან ახალი დამთავრებული გაქვს უნივერსიტეტი და ეძებ პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას, გსურს თქვენი ცოდნა გადაიტანოთ პრაქტიკაში, განავითაროთ თქვენი უნარები და მიიღოთ გამოცდილება, კრისტალი აცხადებს სტაჟირებას მარკეტინგის მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

სტაჟირების მოკლე აღწერა:

  • ვაკანსიის რაოდენობა: 1
  • სტაჟირების ხანგრძლივობა : 1-3 თვე;
  • სამუშაო განაკვეთი : მოქნილი
  • სამუშაო ლოკაცია: სათავო ოფისი, თბილისი, წერეთლის #118

სტაჟირების დროს გექნებათ შესაძლებლობა ჩაერთოთ:

  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმარებაში;
  • კომპანიის ციფრული არხების მართვაში;
  • ბრენდის მართვასა და სტრატეგიის აღსრულებაში;
  • საკომუნიკაციო კონტენტის შექმნაში

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით – სასურველია
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • პრეზენტაბელურობა;
  • ორგანიზებულობა და შედეგზე ორინეტირებულობა;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე vacancy@crystal.ge

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.