Search
ყველა შედეგი

ქალაქი თბილისი

დეპარტამენტი უფროსი იურისტი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 20 მარტი, 2025


მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – უფროსი იურისტი 

სამუშაო ადგილი: თბილისი 
განაკვეთი: სრული 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 

კრისტალის დიდი გუნდი აერთიანებს  1000 ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას, რაც ნათლად გამოიხატება განვითარებაზე ორიენტირებულობაში, მეგობრული გარემოს შექმნაში, თანამშრომლებზე ზრუნვაში,  გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში.  სწორედ ასეთი გარემო და კოლეგიალური ურთიერთობები განაპირობებს იმას, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე მრავალი წელია კომპანიაშია დასაქმებული, რაც ნათლად აისახება კომპანიის სიძლიერეზე, სტაბილურობასა და წარმატებაზე. 

 „კრისტალი“ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ახალი საბანკო პროდუქტ(ებ)ის/მომსახურების დანერგვისას შესაბამისი ხელშეკრულებებისა და ინსტრუქტიების შემუშავებას, აღნიშნული პროდუქტის/მომსახურების კანონმდებლობასთან სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა 
  • SME სეგმენტის მიზნებიდან გამომდინარე ახალი სტანდარტული გარიგებების შექმნა/შემუშავება და სხვა შიდა მოხმარების დოკუმენტების მომზადება, აღნიშნული გარიგებების/დოკუმენტების კანონმდებლობასთან სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა 
  • ახალი საბანკო პროდუქტის/პროცესის დანერგვისას ან/და არსებულ პროდუქტში/პროცესში ცვლილების საჭიროებისას სამართლებრივი მხარდაჭერა ეროვნულ ბანკთან ურთიერთობისას მათ შორის, მარეგულირებლის მოთხოვნების ანალიზი, მარეგულირებლის მოთხოვნების შესაბამისად საბანკო პროდუქტების/ხელშეკრულებების მოდიფიცირება 
  • მიკრობანკში სახაზინო ოპერაციების და ბანკთაშორისი გარიგებების (დერივატივები, ფინანსური გირავნობები და სხვა) შექმნა/შემუშავება და სხვა შიდა მოხმარების დოკუმენტების მომზადება, აღნიშნული გარიგებების/დოკუმენტების კანონმდებლობასთან სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა 
  • ბანკის წარმომადგენლობა/მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა სახელმწიფო/ კერძო ორგანოებთან/დაწესებულებებთან 
  • სტრატეგიული სამართალწარმოებებში კომპანიის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა, განსახილველი საქმის კატეგორიის (სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის) მიუხედავად 
  • გაწეული სამუშაოს რეპორტის/ანგარიშის წარმოება 
  • სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი იურიდიული განათლება 
  • საფინანსო სფეროში იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება 
  • სამართლებრივი წერის კულტურის ქონა ქართულ და ინგლისურ ენაზე 
  • ქვემოთ ჩამოთვლილი ნორმატიული აქტების სრულყოფილი ცოდნა:
    • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“; 
    • საქართველოს კანონი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“; 
    • საქართველოს ეროვნული ბანკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; 
    • საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“; 
    • საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ 
    • საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ; 
    • საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობა (მატერიალური საპროცესო); 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • ორგანიზებულობა 
  • შედეგზე ორიენტირებულობა 
  • ლოიალურობა  

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2025 წლის 20 მარტის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge 

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება). 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.