გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) წარმომადგენელი „კრისტალის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
შეხვედრა „კრისტალისა“და გერმანული ფონდი შპარკასე საქართველოს (DSIK) თანამშრომლობის ფარგლებში შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის საელჩოს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.
ორ წელიწადში ერთხელ საქართველოში იმართება სამთავრობო კონსულტაციები, რომლის დროსაც გერმანული და ქართული მხარეები განიხილავენ არსებულ თანმშრომლობას და სტუმრობენ განვითარების თანმშრომლობის პროექტის პარტნიორებს.
გერმანული ფონდი შპარკასე საქართველო (DSIK), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით, 2023 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს, „მიკრო და მცირე მეწარმეების სოციალურ-ეკოლოგიური ტრანსფორმაცია და მდგრადი ფინანსური სერვისები“, რომლის ფარგლებშიც ფონდი თანამშრომლობს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“. პროექტის მიზანია მცირე მეწარმეების მხარდაჭერა რეგიონებში, მდგრადი ფინანსური სერვისების შეთავაზება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აღნიშნული თანამშრომლობა და თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები, ორგანიზაცია ,,კრისტალის“ მიკრობანკად ტრასფორმაციის პროცესის მხარდაჭერა და გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხები.
The representative of German Federal Ministry for Economic Cooperation and Development (BMZ) met with the representatives of JSC Microfinance Organization Crystal
The meeting took place within the framework of the cooperation between JSC Microfinance Organization Crystal and German Sparkassenstiftung Georgia (DSIK). The meeting was also attended by the representatives of the Embassy of Germany, German KfW Development Bank, and the Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ).
Once in every two years governmental consultations are organized in Georgia, where German and Georgian representatives discuss their cooperation and visit the partners of development and cooperation project.
German Sparkassenstiftung for International Cooperation (DSIK) has been working on a project since January 2023 – “Socio-Ecological Transformation of the Rural MSME Sector and Sustainable Financial Services” – which is financed by the German Federal Ministry for Economic Cooperation and Development (BMZ).JSC Microfinance Organization Crystal and German Sparkassenstiftung Georgia (DSIK) cooperate within the framework of this project. The project goal is to support the MSMEs in rural areas, improve sustainable financial services and their availability for the population.
At the meeting the representatives discussed their cooperation and activities organized within the framework of this cooperation, also the support for the process of transforming JSC Microfinance Organization Crystal into a micro bank and ESG topics.