Search
ყველა შედეგი

კორპორაციული მართვა

კორპორაციული მართვა კრისტალის მისიისა და გრძელვადიანი სტრატეგიის განხორციელებას უწყობს ხელს. მისი მიზანია, სამეთვალყურეო საბჭომ კომპანიაში მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომები უზრუნველყოს. ამ მიზნით, საბჭო კლიენტთა კმაყოფილებისა და თანამშრომელთა ჩართულობის კვლევებს ატარებს, მისი სოციალური კომიტეტი კი სოციალური ზემოქმედების ხარისხს ყოველწლიურად განიხილავს და აფასებს. 

კრისტალს ინტერესთა კონფლიქტის მართვის მკაცრი პოლიტიკა აქვს, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს წესებით, პროცედურებითა და თანამშრომელთა ეთიკის კოდექსით რეგულირდება. კომპანია მოწოდებულია, კორპორაციული მართვის სისტემის მოდელი გაერთიანებული სამეფოს კორპორაციული მართვის კოდექსის პრინციპებს შეუსაბამოს.

სამეთვალყურეო საბჭო

არჩილ ბაკურაძე

სამეთვალყურეო საბჭოს, აგრეთვე აქტივებისა და ვალდებულებების კომიტეტის თავმჯდომარე

team member image

არჩილ ბაკურაძე სს მისო კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს, აგრეთვე აქტივებისა
და ვალდებულებების კომიტეტის თავმჯდომარეა. გახლდათ მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარე, ამჟამად კი მისი გამგეობის წევრია. არჩილ ბაკურაძე არის ფონდ „კრისტალის“ გამგეობის თავმჯდომარე და მოღვაწეობს სხვადასხვა არაკომერციული ორგანიზაციის მმართველობაში. იგი ფლობს ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (2004), არის ჯონ სმიტის ფონდის (2000) სტიპენდიატი და ჰოლანდიის დევნილთა ფონდის (Stichting Vluchteling) Van HeuvenGoedhart-ის სახელობის საერთაშორისო
პრემიის ლაურეატი (2003).

გიორგი არველაძე

სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი

team member image

გიორგი არველაძე სს „მისო კრისტალში“ უკავია სამეთვალყურეო საბჭოს
უფროსი დამოუკიდებელი წევრის პოზიცია; ამჟამად „კრისტალის“ სტრატეგიისა და საბანკო ტრანსფორმაციის საგანგებო/დროებით მმართველ კომიტეტს ხელმძღვანელობს.

გიორგი არველაძე ქართველი ბიზნესმენია, რომელსაც საბანკო სფეროში საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. უძრავი ქონების, ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის სექტორში სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე, იგი საქართველოს უმსხვილესი ბანკის — „თიბისი ბანკის“ მმართველი დირექტორი და არასაპროცენტო შემოსავლების, კვლევებისა და
საბროკერო საქმიანობის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. მანამდე კი „ლიბერთი ბანკის“ — საქართველოში სიდიდით მე-3 ბანკის (650 ფილიალითა და 5,300-ზე მეტი თანამშრომლით) გენერალური დირექტორი იყო. მისი დირექტორობის პერიოდში ბანკმა შთამბეჭდავ შედეგებს
მიაღწია და 2 წელიწადში წმინდა მოგების წლიურმა ზრდამ დაახლოებით 200% შეადგინა.

გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე მას იმავე ბანკში გენერალური დირექტორის
მოადგილის პოსტი ეკავა და სტრატეგიული პროექტების, ხაზინისა და კერძო ბანკინგის
მიმართულებას ხელმძღვანელობდა (2009-2011); მოგვიანებით ასევე ეკავა საოპერაციო
დირექტორის პოზიცია (2011-2013). 2009 წელს საქართველოში დაბრუნებამდე, იგი მუშაობდა ლონდონში, BNP Paribas-ში, სტრუქტურირებული პროდუქტების გუნდში, მანამდე კი საქართველოს ეროვნულ ბანკში. გიორგი არველაძე ლონდონის ბიზნესსკოლის მაგისტრის ხარისხს ფლობს.

იან დევინგაერტი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

team member image

ბატონი იანი Incofin IM-ში კერძო ინვესტირების ფონდის დირექტორია. აქვს
კაპიტალის ბაზარზე სააქციო კაპიტალის შეძენის, მართვისა და რეალიზების მიმართულებით მდიდარი გამოცდილება. განხორციელებული აქვს ევროპასა და აზიაში 70-ზე მეტი საინვესტიციო ტრანზაქცია. არის სხვადასხვა კერძო ფონდის მმართველი პარტნიორი, მმართველი დირექტორი და საინვესტიციო კომიტეტის წევრი. აჟამად, წყლის რესურსების ახლად შექმნილი ფონდის საინვესტიციო კომიტეტის წევრია.

ბატონ დევინგაერტს საბჭოს
შემადგენლობაში საქმიანობის მდიდარი გამოცდილება აქვს, მრავალ ქვეყანასა და სექტორში. „კრისტალის“ გარდა, ის ამჟამად ბანკების — Lovcen-ის (მონტენეგრო) და Arvand-ის (ტაჯიკეთი) საბჭოს წევრია.

ალეემ რემტულა

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გარემოსდაცვითი და სოციალური კომიტეტის თავმჯდომარე

team member image

2011 წელს კრისტალში კაპიტალის ინვესტირების შემდეგ, ალეემ რემტულა კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოში ინვესტორის DWM-ის წარმომადგენელია.  ამჟამად ხელმძღვანელობს გარემოსდაცვით და სოციალურ კომიტეტს. მისი კარიერა საინვესტიციო-საბანკო სფეროში JP Morgan-ში დაიწყო და აქვს 20 წელზე ხანგრძლივი გამოცდილება გლობალურად, როგორც სამეწარმეო კაპიტალის, ასევე ვენჩურული კაპიტალის საშუალებით მიზნობრივი ინვესტირების კუთხით. მიღებული აქვს ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი ჰარვარდის ბიზნესსკოლაში, ხოლო ეკონომიკისა და ფინანსების დარგის ბაკალავრის ხარისხი პრინსტონის უნივერსიტეტში.

ლილიტ გარაიანი

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, შიდა აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე

team member image

ფინანსისტი, „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2018 წლის ივლისიდან. ამჟამად არის „კრისტალის“ აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე.

მას აქვს საბანკო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება როგორც მმართველ თანამდებობებზე, ისე კონსულტანტის პოზიციაზე ფინანსური მართვის, რისკების მართვის და ოპერაციული მართვის მიმართულებით. 2015 წლიდან მონაწილეობს SDC-ის, KfW-ისა და AFD-ის პროექტების
განხორციელებაში საქართველოსა და სომხეთში. იგი სწავლობდა სომხეთის ამერიკულ უნივერსიტეტში MBA ფინანსების სპეციალიზაციით, მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის პროკრედიტის კორპორაციის უმაღლესი რგოლის
მართვის აკადემიის კურსდამთავრებული და ACCA-ს წევრი.

რობერტ კოსმანი

სამეთვალურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, რისკების კომიტეტის თავმჯდომარე

team member image

რობერტ კოსმანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბანკირია. 33 წელია, რაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 13 სხვადასხვა ქვეყანაში საცალო, მცირე და საშუალო საბანკო მომსახურების სფეროში მუშაობს. ბოლო 16 წელია,  Raiffeisen Bank International-ში საქმიანობს. 2004-2020 წლებში მას  Raiffeisen Bank International-ში, უკრაინის ოფისში საცალო/SME ბანკინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა; ხელმძღვანელობდა SME რისკებს ავსტრიაში, 3 წლის მანძილზე ეკავა CIO-სა და COO-ს თანამდებობები. მანამდე კი განვითარების უფროსი ბანკირის რანგში EBRD-თან, მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და USAID-თან მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების რესტრუქტურიზაციის კუთხით თანამშრომლობდა. ამჟამად იგი აქტიურად საქმიანობს როგორც Fintech Angel ინვესტორი, ასევე არის მრავალი სტარტაპის მრჩეველი/მენტორი უკრაინაში.

მატანგი გოვრიშანკარი

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, ადამიანური რესურსების, კომპენსაციისა და ანაზღაურების კომიტეტის თავმჯდომარე

team member image

40 წელია საქმიანობს მმართველ პოზიციებზე ბიზნესისა და ადამიანური რესურსების მიმართულებებით როგორც ინდოეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ­აქვს სხვადასხვა დარგში მოქმედ წამყვან კორპორაციებთან, მათ შორის, Standard Chartered Bank-თან, Reebok-თან, GE-სა და Cummins Inc-თან მუშაობის გამოცდილება. ბოლო დროს ის დასაქმებული იყო BP plc-ში, სადაც გლობალური შესაძლებლობების განვითარების ხელმძღვანელისა და გლობალური ლიდერობის აკადემიის დირექტორის პოზიცია ეკავა.

იგი მდიდარი გამოცდილების მქონე დამოუკიდებელი დირექტორია; ამჟამად არის ინდოეთში მოქმედი არაერთი საბჭოს წევრი ისეთ მრავალფეროვან დარგებში, როგორებიც არის ფინანსური სერვისები, IT და წარმოება.

როგორც ბიზნესისა და ადამიანური რესურსების პროფესიონალი, მატანგი ასევე ეწევა დამოუკიდებელ საკონსულტაციო პრაქტიკას აღმასრულებელი რგოლის ქოუჩინგსა  და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე. მას აქვს ბიზნესპროცესების, ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების პრაქტიკული საკითხების სიღრმისეული ცოდნა. ფლობს ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში, ასევე ინდოეთის წამყვანი ბიზნესსკოლის (XLRI, Jamshedpur) მაგისტრის ხარისხს მენეჯმენტსა და სამრეწველო ურთიერთობებში. მისი მიზანია ეფექტიანი გუნდების ფორმირება. რამდენიმე ორგანიზაციაში აქტიურად არის ჩართული ხელმძღვანელი პირების მენტორინგისა და სწავლების პროცესში.

სუმა სვამინათანი

სამეთვალყურეო საბჭოს ალტერნატიული წევრი

team member image

DWM-ის კერძო ინვესტიციების ვიცე–პრეზიდენტი. სუმა სვამინათანი 2020 წლიდან არის „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს ალტერნატიული წევრი, DWM-ის წარმომადგენელი. DWM–ში მუშაობის დაწყებამდე, იყო კონსულტანტი ნიუ–იორკის საკონსულტაციო კომპანია Empire Valuation Consultant–ში. მას აქვს საჯარო და კერძო კომპანიების კაპიტალის, სესხისა და კომპლექსური აქტივების/ფასიანი ქაღალდების შეფასების გამოცდილება პოტენციური ინვესტიციების, ფინანსური ანგარიშგებისა და კორპორაციული დაგეგმვის მიზნებისათვის. ასევე მუშაობდა ტექნოლოგიის სფეროში, კომპანიაში Capital One AutoFinance-ში. ფლობს NYU’s Stern ბიზნესსკოლის MBA ხარისხს, სადაც, ინდოეთის ქსოვის ინდუსტრიაში კოოპერაციულ საზოგადოებებთან მუშაობის შედეგად, გახდა ფაკულტეტის სტიპენდიატი სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. ფლობს ოსმანიის უნივერსიტეტის (ჰიდერაბადი, ინდოეთი) ელექტროინჟინერიის ბაკალავრის ხარისხს.

ილია რევია

უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი

team member image

ილია რევია კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის პოზიციას 2019 წლის ივნისიდან იკავებს. იგი არაერთი წარმატებული პროექტის მენეჯერი და საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის სპეციალისტია. მისი გამოცდილება მენეჯმენტში, IT მენეჯმენტსა და საბანკო სექტორში სხვადასხვა საქმიანობას აერთიანებს.

 

ილიამ კარიერა ვებდეველოპერის პოზიციაზე დაიწყო. 2007-2009 წლებში იგი IT პროექტის მენეჯმენტის კუთხით აშშ-ის იურიდიულ ფირმაში საქმიანობდა, 2009 წელს კი 

DPK კონსალტინგში მუშაობდა. მალევე იგი საქართველოს ბანკის გუნდს შეუერთდა, სადაც 2014 წელს უფროსი ინფორმაციის ოფიცრის მოადგილედ დაინიშნა. საქართველოს ბანკში ილია არაერთ კომპლექსურ პროექტს მართავდა, მათ შორის იყო პრივატბანკ ჯორჯიას შეძენა და სწრაფი ტრანსფორმაცია. 

 

ილია პროექტის მენეჯმენტის (PMP) სერტიფიცირებული პროფესიონალია, ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს პროექტების მენეჯმენტში და შვედეთის Jönköping უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ბიზნეს ინოვაციებში. ასევე, მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში.

 

დავით ბენდელიანი

უფროსი ფინანსური ოფიცერი

team member image

დავით ბენდელიანი კრისტალის უფროსი ფინანსური ოფიცრის პოზიციას 2011 წლიდან იკავებს. 2004-2011 წლებში იგი ფონდი კრისტალის ფინანსური მენეჯერი იყო, 1997-2004 წლებში კი იგივე პოზიციაზე საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთში“ საქმიანობდა.

დავით ბენდელიანს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ფლობს სერტიფიკატებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სახაზინო მართვაში, სტრატეგიულ დაგეგმარებასა და ცვლილებების მართვაში, მიკროსაფინანსო პროდუქტის განვითარებაში, რისკების მართვის მეთოდოლოგიაში, შიდა აუდიტის განვითარებაში, ადამიანური რესურსების მართვასა და სტრატეგიული დაგეგმვის პროგრამაში. 

მელანია კუჭუხიძე

უფროსი ბიზნესოფიცერი

team member image

უფროსი ბიზნესოფიცერი მელანია კუჭუხიძე კრისტალს 2018 წელს შემოუერთდა. თავდაპირველად ის ქსელის მენეჯერის უფროსის პოზიციას იკავებდა, 2019 წელს მელანია კომპანიის უფროსი ბიზნესოფიცრის მოადგილედ დაინიშნა, 2020 წლიდან კი მან მუშაობა ამჟამინდელ პოზიციაზე განაგრძო. 

 

მელანია წარმოადგენს უფროს აღმასრულებელსა და მენეჯმენტის ექსპერტს, რომელსაც ფინანსურ სექტორში მართვის 14-წლიანი გამოცდილება აქვს. 2006-2010 წლებში მელანია კუჭუხიძე ვითიბი ბანკი საქართველოს საცალო და მცირე ბიზნესის განვითარების უფროსად მუშაობდა, 2010-2015 წლებში კი – ბანკი კონსტანტას ქსელის მართვის დეპარტამენტის უფროსად. 2016 წლამდე იგი თიბისი ბანკში, მიკრო ბიზნესის მართვის გუნდში საქმიანობდა, იყო მწვანე ლისის ურბანული განვითარების პროექტის კომერციული დირექტორი. 

 

მელანია ფლობს ვითიბი ბანკის კორპორაციული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს მენეჯმენტში. მას საქართველოს სუბტროპიკული ბიზნესის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ბაკალავრიატი აქვს დამთავრებული.

ნინო ფანჯიკიძე

უფროსი ოპერაციული ოფიცერი

team member image

ნინო ფანჯიკიძე კრისტალის გუნდს უფროსი ოპერაციული ოფიცრის პოზიციაზე 2023 წლის ივნისიდან შემოუერთდა.

მას ფინანსურ სექტორში მუშობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი პროკრედიტ ბანკში იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს:  იყო ცენტრალური ფილიალის საოპერაციოს უფროსის მოადგილე, საცალო კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ცენტრალიზებული ბექ ოფისის ხელმძღვანელი, ასევე, პროდუქტების და პროცედურების განვითარების უფროსი სპეციალისტი.  2013 წლიდან ნინო შეუერთდა ფინკა ბანკის გუნდს და იკავებდა საბანკო სერვისების უფროსის პოზიციას. ასევე ხელმძღვანელობდა საბანკო მხარდაჭერის მიმართულებას, მათ შორის ცენტრალიზებულ ბექ ოფისს, უნაღდო ანგარიშსწორებისა და საბანკო ბარათების მიმართულებას.  ბოლო 2 წლის განმავლობაში ის მუშაობას  არასაბანკო სფეროში აგრძელებდა და საოპერაციო მენეჯერის პოზიციას იკავებდა.

ნინომ დაამთავრა თავისუფალ უნივერსიტეტის ფინანსების მიმართულება და მიენიჭა სერთიფიცირებული ფინანსური მენეჯერის კვალიფიკაცია. მოგვინებით კი სწავლა კვლავ განაგრძო კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. მან ასევე დაამთავრა კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთოებების ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. ამას გარდა, ნინომ წარმატებით დაასრულა იელის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსური ბაზრების შემსწავლელი სრული კურსი

კახა გაბესკირია

უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, სს კრისტალ ლიზინგი

team member image

კახა გაბესკირია კრისტალის გუნდს 2009 წელს შემოუერთდა და ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა აღმასრულებელ პოზიციას იკავებდა: იყო უფროსი საკრედიტო ოფიცერი, უფროსი ოპერაციების ოფიცერი და ბიზნესის უფროსი ოფიცერი. 2020 წლიდან იგი მისო კრისტალის შვილობილი კომპანიის, კრისტალ ლიზინგის უფროს აღმასრულებელ ოფიცრად დაინიშნა. 

კახა გაბესკირიას პროკრედიტ ბანკში, MSME სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი ფლობს საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხს, არის სერტიფიცირებული პროექტის მართვაში, ბიზნესის ანალიზში, ადამიანური რესურსების მართვაში, პროდუქტის განვითარებაში, საკრედიტო პორტფელის დაგეგმვასა და მენეჯმენტში, საკრედიტო და საოპერაციო რისკების მენეჯმენტში. 

გიორგი (გიგა) მეგენეიშვილი

რისკების უფროსი ოფიცერი (CRO)

team member image

გიორგი (გიგა) მეგენეიშვილი სს მისო „კრისტალის“ რისკების უფროსი ოფიცერია. 2005 წლიდან, გიგას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა და განვითარების საინტერესო გზა განვლო. რისკების მართვის კლასიკური მიდგომების დანერგვით, მან კომპანიის განვითარებაში ღირებული წვლილი შეიტანა.

გიგა რისკების სერტიფიცირებული მენეჯერია. მას ასევე მიღებული აქვს მიკროფინანსების მართვაში საერთაშორისო სერტიფიკატი (ფინანსებისა და მენეჯმენტის ფრანკფურტის სკოლა). გიგამ ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა.

გიორგი ჯანელიძე

უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, შპს კრისტალ კონსალტინგი

team member image

გიორგი ჯანელიძე კრისტალში 2012 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში იგი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, ამჟამად კი ის ბიზნესკონსულტაციის მიმართულებით უფროსი აღმასრულებელი ოფიცერია.

2008 წლიდან გიორგი არასამთავრობო და კერძო სექტორებში მუშაობს. მას აქვს მიკროსაფინანსო, მარკეტინგის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროექტების მენეჯმენტისა და MSE სფეროებში საქმიანობის დიდი გამოცდილება, მათ შორის, სტარტაპების იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე განვითარების კუთხით. 

პროფესიით გიორგი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი და ციფრული მარკეტოლოგია. იგი ფლობს მაგისტრის ხარისხს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის მიმართულებებით, ამჟამად კი დოქტორანტურაში სწავლობს.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.

სესხის თანხა
ლარი
400 25 000 50 000 75 000 100 000
საპროცენტო განაკვეთი
%
6 16 26 36 46
სესხის ვადა
თვე
3 22 44 64 84

ყოველთვიური გადასახადი

0 

ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი


სესხის თანხა
0
სესხის ვადა
0 თვე

წლიური პროცენტი
18 %
ეფექტური პროცენტი
0 %

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი