Search
ყველა შედეგი

კრისტალი დღეს

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მრავალფეროვან, თანამედროვე, ინოვაციურ, მწვანე ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს და მათ ყველა საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფს. 

კრისტალი წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების პლატფორმას, რომელიც ინდივიდუალური სერვისებითა და საჭირო გამოცდილების გაზიარებით, ფერმერების, მიკრო და მცირე მეწარმეების საქმიანობების ზრდას უწყობს ხელს, ეხმარება მათ ბიზნესპოტენციალის გაცნობიერებაში, ფინანსური სტაბილურობის მიღწევასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. 

კრისტალი ისწრაფვის საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და გარემოს დაცვისკენ, რაც ინტეგრირებულია მის კორპორაციულ სტრატეგიასა და სამ ძირითად მიმართულებაში: ხალხი, პლანეტა და მოგება. 

კრისტალი რიცხვებში

team member image

კრისტალის, როგორც მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების პლატფორმის მისიაა, ფინანსური, სოციალური და გარემოსდაცვითი მდგრადი შეთავაზებებით, ხელი შეუწყოს მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ამ გზით სიღარიბის დაძლევას.

team member image

კრისტალის ხედვაა, იქცეს ფინანსური ჩართულობის წამყვან ორგანიზაციად, რომელიც მომხმარებელზე ფოკუსირებული, ადამიანებზე ორიენტირებული და მონაცემებზე დაფუძნებული იქნება.

team member image

კრისტალის მიზანია, მომხმარებლებს კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული, გამჭვირვალე, ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტილებები ოპერატიულად შესთავაზოს და მათ წარმატებისთვის საჭირო ცოდნის გაუზიაროს.

ღირებულებები

კრისტალის კორპორაციული ღირებულებები ხელს უწყობს მისი მისიის შესრულებას და აყალიბებს პრინციპების ერთობლიობას, რომელიც თითოეული თანამშრომლისთვისაა მისაღები, დაინტერესებული მხარეებისთვის კი კომპანიის საქმიანობის შეფასების მაღალ სტანდარტს წარმოადგენს. ისინი ინტეგრირებულია კრისტალის გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მართვის (ESG) ჩარჩოს პოლიტიკასა თუ პროცედურებში.

კრისტალის ღირებულებები არა მარტო ქმნის პრაქტიკულ საფუძველს მისი სტრატეგიული მომავლის მხარდაჭერისთვის, არამედ აყალიბებს ქცევის კოდექსს, რომელიც კომპანიის თითოეულ ბიზნესოპერაციასა და ყოველდღიურ საქმიანობას განსაზღვრავს. ისინი განსაკუთრებულ როლს ასრულებს კორპორაციულ კულტურაში და ახალი თანამშრომლებისთვისაც მნიშვნელოვან ორიენტირს წარმოადგენს.

პასუხისმგებლობა – პასუხისმგებლობა კრისტალის ნებისმიერი გადაწყვეტილების საფუძველია. როგორც კრედიტორი, ვისწრაფვით, მომხმარებლებს თავიდან ავარიდოთ ჭარბვალიანობა. თითოეულის მიმართ ვართ სამართლიანები, ვზრუნავთ მათზე და საკრედიტო პირობების გამჭვირვალობის კუთხით ბაზრის ლიდერს წარმოვადგენთ. ეს მიდგომა ვრცელდება თანამშრომლებთან, საქმიან პარტნიორებთან, საზოგადოებასა და გარემოსთან ურთიერთობაზეც. 


გამჭვირვალობა – ჩვენი ურთიერთობები დაინტერესებულ მხარეებსა და მომხმარებლებთან სრულიად გამჭვირვალეა. კლიენტებს ყოველთვის შეუძლიათ, შეადარონ კრედიტის პირობები თუ ფასები, მიიღონ დეტალური ინფორმაცია გადაუხდელობით გამოწვეული მოსალოდნელი შედეგების შესახებ. კრისტალის ურთიერთობა მომხმარებლებთან, თანამშრომლებთან, ინვესტორებსა და მთლიანად საზოგადოებასთან გამჭვირვალობას, ღიაობასა და სამართლიანობას ეფუძნება. 


პარტნიორობა – გრძელვადიანი, თანასწორუფლებიანი და მომხმარებლებზე ორიენტირებული ურთიერთობები ჩვენი ერთ-ერთი ღირებულებაა. კრისტალისთვის პარტნიორობის საფუძველს კლიენტებზე ზრუნვა და მდგრადობა წარმოადგენს. 


ხელმისაწვდომობა – კრისტალის პროდუქტები, დაკრედიტების სტანდარტები, გავრცელების არხები და სამომხმარებლო ინტერფეისები ხელმისაწვდომობაზეა ორიენტირებული. ჩვენ კლიენტებისთვის, ბიზნესპარტნიორებისა და ერთმანეთისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომები ვართ. 


ინოვაციურობა – ინოვაციურობა და მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ – ეს ჩვენი და ჩვენი თანამშრომლების მუშაობის მთავარი პრინციპია. კრისტალში ვაფასებთ ტექნოლოგიებს და მხარს ვუჭერთ შემოქმედებითობას, რადგან გვჯერა, რომ ცხოვრება ინოვაციაა. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.

სესხის თანხა
ლარი
400 25 000 50 000 75 000 100 000
საპროცენტო განაკვეთი
%
6 16 26 36 46
სესხის ვადა
თვე
3 22 44 64 84

ყოველთვიური გადასახადი

0 

ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი


სესხის თანხა
0
სესხის ვადა
0 თვე

წლიური პროცენტი
18 %
ეფექტური პროცენტი
0 %

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი