Search
ყველა შედეგი

ქალაქი თბილისი

დეპარტამენტი ლიზინგის პორტფელის რეაბილიტაციის მენეჯერი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 6 აგვისტო, 2024


“კრისტალ ლიზინგი” აცხადებს ვაკანსიას  პოზიციაზე – ლიზინგის პორტფელის რეაბილიტაციის მენეჯერი 

სამუშაო ადგილი: თბილისის სათავო ოფისი  
სამუშაო განაკვეთი: სრული 
 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უკვე 25  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კუთხით. 

„კრისტალი ლიზინგი“ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ შემადგენლობაში და მისი დინამიური და მზარდი გუნდით, აერთიანებს  20-მდე თანამშრომელს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას, რაც გამოიხატება განვითარებაზე ორიენტირებულობაში, კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში, გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში.   

„კრისტალი“ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 
     

ძირითადი მოვალეობები: 

  • გადმოწერილი ლიზინგის პროექტების/პორტფელის შესწავლა და შეფასება
  • გადმოწერილი პორტფელისთვის მომხმარებლებისათვის გაფრთხილების  წერილების დაგზავნის ინიცირება
  • პორტფელში არსებული ლიზინგის მიმღებთან შეხვედრა, მოლაპარაკების წარმოება და მათთან შეთანხმებით გადახდების გრაფიკების დასახვა
  • ფინანსური მდგომარეობის შედარებითი და მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი
  • ფინანსური მდგომარეობის მონიტორინგი
  • ბიზნესის და დაკავშირებული პირების ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა
  • ფინანსური ანალიზის შედეგად შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა
  • რეაბილიტაციის მემოს (ფორმის) შევსება და კომიტეტზე განხილვა
  • პორტფელის აქტივების მონიტორინგისა და ისნპექტირების ინიცირება
  • ლიზინგის პორტფელის რესტრუქტურიზაცია, გრაფიკის ცვლილება
  • შეწყვეტისა და აქტივების ამოღების პროცესში ჩართულობა
  • შესაწყვეტ კონტრაქტებზე დასკვნის მოზადება და რეკომედაციების გაცემა კომიტეტზე
  • ვადაგადაცილებული ლიზინგების დაფარვის პროცესში უშუალო მონაწილეობა და გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზება;
  • პრობლემური სექტორების და ლოკაციების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • ფინანსურ და/ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ;
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • ფინანსური ანალიზის ცოდნა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი / გუნდთან ადაპტაციისა და მუშაობის უნარი
  • სწრაფად ცვალებად და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის უნარი
  • შეზღუდულ ვადებში საქმიანობის შესრულების უნარი

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2024 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით შეგიძლიათ მოგვაწოდოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ასევე, გთხოვთ, მეილში მიუთითოთ თქვენთვის მისაღები ანაზღაურება ან ანაზღაურების რეინჯი)

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.