Search
ყველა შედეგი

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

განაცხადის შევსება

ქალაქი ქუთაისი

დეპარტამენტი ქოლ-ცენტრის ოპერატორი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 25 აპრილი, 2024


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – ქოლ-ცენტრის ოპერატორი

სამუშაო ადგილი:  ქუთაისი

სამუშაოს ტიპი: დისტანციური

განაკვეთი: სრული

“კრისტალი” ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. “კრისტალი” უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

“კრისტალის” დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

„კრისტალი“ გთავაზობთ:

ძირითადი მოვალეობები:

  • დისტანციური და ციფრული არხების მეშვეობით მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შემომავალ ზარებზე კომპეტენციის ფარგლებში პასუხის გაცემა ან საჭიროებისამებრ გადამისამართება. 
  • კომპანიის ვებგვერდის, სოციალური ქსელის, ონლაინ კომუნიკატორის ან სატელეფონო ზარების საშუალებით შემოსულ შეკითხვებზე/მოთხოვნებზე დროული და ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფა, აღნიშნული მიზნით შესაბამისი კომპეტენციის პირისთვის მიმართვა და ინფორმაციის გამოთხოვა; გამოვლენილი პრობლემის და ხარვეზის აღრიცხვა და შესაბამისი პირისთვის შეტყობინება; 
  • შემოსული ზარების საფუძველზე ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და მათი მიწოდება უფლება მოსილ პირებთან შემდგომი რეაგირებისთვის, გამოვლენილი პრობლემის და ხარვეზის აღირცვა;  
  • შემოსული ზარების, მეილების და სხვა ტიპის შეტყობინებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და ანგარიშგებაში ასახვა;   
  • დღის განმავლობაში მომხმარებლების მხრიდან დაფიქსირებული ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და დღის ბოლოს სამსახურის უფროსთან გადაგზავნა. 
  • კვლევების ჩატარების მიზნით მომხმარებელთან უკუკავშირი და მიღებული ინფორმაციის აღრიცხვა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა); 
  • ინგლისური ან რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი); 
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა; 
  • სასურველია გამოცდილება ანალოგიურ სფეროში. 

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • დამაჯერებელი  კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; 
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. 

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2024 წლის 25 აპრილის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: სააპლიკაციო ფორმა

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.