Search
ყველა შედეგი

უფროსი მოლარე

განაცხადის შევსება

ქალაქი ბორჯომი

დეპარტამენტი უფროსი მოლარე

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 29 მაისი, 2024


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – უფროსი მოლარე 

სამუშაო ადგილდებარეობა: ბორჯომი  

განაკვეთი: სრული 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უკვე 25  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით მომხმარებელს მათზე მორგებულ ფინანსურ სერვისებს აწვდის. კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კუთხით. 

კრისტალის დიდი გუნდი აერთიანებს  1000 ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას, რაც ნათლად გამოიხატება განვითარებაზე ორიენტირებულობაში, მეგობრული გარემოს შექმნაში, თანამშრომლებზე ზრუნვაში,  გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში.  სწორედ ასეთი გარემო და კოლეგიალური ურთიერთობები განაპირობებს იმას, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე მრავალი წელია კომპანიაშია დასაქმებული, რაც ნათლად აისახება კომპანიის სიძლიერეზე, სტაბილურობასა და წარმატებაზე.  

„კრისტალი“ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 
  • საბონუსე სისტემას 

ძირითადი მოვალეობები: 

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი და მართვა; 
  • პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაზე ზრუნვა; 
  • ნაღდი ფულისა და ფასეულობების დათვლა, შემოწმება და შენახვა; 
  • ინკასაციის ოპერაციების წარმოება; 
  • კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას; 
  • სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა; 
  • ძვირფასი ლითონების შეფასება. 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); 
  • ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); 
  • Alta-სთან მუშაობის გამოცდილება (სავალდებულო); 
  • კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები; 
  • პუნქტუალობა, მოწესრიგებულობა; 
  • კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა. 

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2024 წლის 29 მაისის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა. 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.