ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიის ცვლილების შესახებ
გაცნობებთ, რომ 05.11.2026-დან თქვენს სესხთან დაკავშირებულ სადაზღვევო მომსახურებას სს „არდი დაზღვევის“ ნაცვლად განახორციელებს სს “ბბ დაზღვევა“.
- მოცდის პერიოდი: სადაზღვევო კომპანიის ცვლილება არ გამოიწვევს მოცდის პერიოდის ხელახლა ათვლას. სს „არდი დაზღვევის“ ფარგლებში გასული მოცდის ვადა სრულად იქნება გათვალისწინებული სს „ბბ დაზღვევის“ ფარგლებში
- მომსახურების პირობები და განსხვავებები: სს „არდი დაზღვევისა“ და სს „ბიბი დაზღვევის“ სადაზღვევო პოლისების პირობების შედარებისა და მათ შორის არსებული განსხვავებების გაცნობის მიზნით,შეგიძლიათ იხილოთ ორივე სადაზღვეო კომპანიის საინფორმაციო ფურცლები: იხილეთ საინფორმაციო ფურცელი
შეგიძლიათ თუ არა სხვა სადაზღვევო პოლისის წარმოდგენა?
დიახ. თქვენ უფლება გაქვთ, სესხის მოქმედების ვადის დასრულებამდე ნებისმიერ დროს წარმოადგინოთ თქვენ მიერ შერჩეული ალტერნატიული სადაზღვეო პოლისი, რომელიც დააკმაყოფილებს ორგანიზაციის მინიმალურ მოთხოვნებს.
პოლისის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში სს ,,ბიბი დაზღვევის” პოლისი ჩანაცვლდება თქვენ მიერ წარმოდგენილი სადაზღვეო პოლისით.
რა მინიმალურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თქვენ მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო პოლისი?
თქვენ მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული სადაზღვეო პოლისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:
- სადაზღვევო დაფარვა: პოლისით გათვალისწინებული რისკების დაფარვის მოცულობა (სადაზღვევო თანხა) არ უნდა იყოს სესხის ნარჩენ ძირითად თანხაზე ნაკლები.
- ბენეფიციარი (მიმღები): სადაზღვევო პოლისში პირველად ბენეფიციარად მითითებული უნდა იყოს [კომპანიის/ბანკის დასახელება].
- სადაზღვევო კომპანიის სტატუსი: პოლისი გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული/ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ.
- მოქმედების ვადა: პოლისი აქტიური უნდა იყოს სულ მცირე [1 წლის / სესხის მოქმედების] ვადით, პერიოდული განახლების პირობით.
თუ გადაწყვეტთ ალტერნატიული სადაზღვეო პოლისით სარგებლობას, კონსულტაციისთვის ან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ 032 2 02 20 20