15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა
მიკრობანკი „კრისტალი“ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერების მნიშვნელობას.
მიკრობანკ „კრისტალისთვის“ ქალების მხარდაჭერა, მათი პიროვნული თუ პროფესიული უნარების ზრდა და გაძლიერება, საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. საგულისხმოა, რომ „კრისტალის“ მომხმარებლებს შორის 53% ქალია, მათი 44% კი სოფლად ცხოვრობს.
ეს მონაცემები ნათლად წარმოაჩენს, რამდენად მნიშვნელოვანია ქალების საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ახალი ცოდნის მიღება და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობა. ამ კუთხით კი მხარდაჭერა ნიშნავს ისეთი გარემოსა და შესაძლებლობების შექმნას, სადაც ქალებს შეუძლიათ, განავითარონ საკუთარი იდეები, გააძლიერონ ეკონომიკური დამოუკიდებლობა და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საკუთარი ოჯახებისა და თემების განვითარებაში
აღსანიშნავია, რომ „კრისტალი“, მიკრობანკად ტრანსორმაციის შემდეგაც კიდევ უფრო აქტიურად აგრძელებს რეგიონებში, მათ შორის სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერების ინიციატივებს. პროგრამა „ბაზ საქართველოს“ (Buzz Georgia) შემდეგ, რომელიც 2020-2024 წლებში განხორციელდა და 4700 ქალი მოიცვა, კვლავაც მიმდინარეობს თანამშრომლობა საერთაშორისო პლატფორმა Buzz Women Global-თან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ქალებს საშუალება აქვთ, პიროვნული, სამეწარმეო თუ ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგები გაიარონ, საკონსულტაციო სერვისებით ისარგებლონ, მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარები შეიძინონ. ინიციატივა ქმნის განსხვავებულ სივრცეს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის და ეხმარება მათ, გაიცნონ ერთმანეთი, გაიზიარონ საინტერესო გამოცდილებები და აიმაღლონ თავდაჯერებულობა. საგულისხმოა, რომ პროექტის შედეგად მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ქალები თავიანთ თემებში ავრცელებენ, ქმნიან გადამდებ მაგალითებს და საკუთარი მიღწევებით სხვა ქალებსაც აძლიერებენ.
15 ოქტომბერს, როცა მსოფლიო სოფლად მცხოვრების ქალების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას მათი წვლილი, სათანადოდ წარმოვაჩინოთ და ვაღიაროთ ის. ამავდროულად, ვისაუბროთ გამოწვევებზეც, რომლებსაც სოფლად მცხოვრები ქალები აწყდებიან.
ჩვენთვის ამ ქალების გავლილი გზა, მცირე თუ დიდი გამარჯვებები, მიზანდასახულობა და დაუღალავი შრომა ყოველთვის დამატებითი მოტივაციაა, გავაგრძელოთ ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, მათი პოტენციალის რეალიზებასა და გაძლიერებაში მხარდაჭერა.
ვიდეო, რომელსაც სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გიზიარებთ, მოტივაციასთან ერთად განსაკუთრებული სიამაყითაც გვავსებს, რადგან თითოეული მათგანის ისტორია გვახსენებს, კრისტალის წვლილს მათი განვითარების გზაზე.