2025 წელს კრისტალმა ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან 230 მლნ ლარის ოდენობით ფინანსური რესურსი მოიზიდა
მიკრობანკმა კრისტალმა 2025 წელს ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან 230 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. მოზიდული საკრედიტო რესურსი წარმოადგენს მნიშვნელოვან განაცხადს როგორც კრისტალის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
გამორჩეული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) გაფორმებული 10 მილიონი დოლარის და ასევე ევროსაბჭოს განვითარების ბანკთან (CEB) 8 მილიონი ევროს ხელშეკრულებები. ასევე, წლის ჭრილში $7.5 მილიონის სუბორდინირებული სესხის მიღება Triplejump-ის ფონდებიდან. ჯამში კომპანიამ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან 20-მდე ტრანზაქცია შეასრულა.
„მიკრობანკის ლიცენზიის მიღების და ოპერირების წარმატებულად დაწყების შემდეგ კრისტალი აფართოებს ფინანსური პარტნორების წრეს და მჭიდროდ თანამშრომლობს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, რაც საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ არა მხოლოდ კომპანიის განვითარება, არამედ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული ბიზნესის განვითარებაში. როგორც მიკრობანკი, ფოკუსირებულები ვართ ბიზნესების მხარდაჭერაზე, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობასა და მათზე მორგებული ახალი პროდუქტების შექმნაზე, რაც თავისთავად ახდენს პოზიტიურ გავლენას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე“- აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი, ილია რევია.
საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობას მიკრობანკი „კრისტალი“ 2026 წელსაც აქტიურად გააგრძელებს.
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.