Search
ყველა შედეგი

21 მარტი- დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე – 21 მარტი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს იქნა ოფიციალურად მიღებული.

კრისტალის გუნდი უერთდება სოლიდარობის გლობალურ კამპანიას, რომლის მიზანი დაუნის სინდროის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

წლევანდელი კამპანიის გზავნილია #ჩვენთანერთადდაარაჩვენთვის …

კამპანიის მთავარი სიმბოლოს – „ჭრელი წინდების“ რეალიზაციიდან შემოსული თანხა სწორედ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ხმარდება.

კამპანიის წლევანდელი წინდების დიზაინი ლექსო ფოდიაშვილის, დაუნის სინდრომის მქონე მხატვრის ნამუშვრების ესკიზებით შეიქმნა. ლექსოს ქოლგების იდეა გიგოს ფონდს და მის სიმბოლოს უკავშირდება.

მითები და სინამდვილე:

21 მარტს მთელი მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს.

რატომ 21 მარტი?

რამდენადაც, დაუნის სინდრომი ეწოდა მდგომარეობას (დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი), რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ეწყვილის ტრისომია ეწოდება, შესაბამისად, თარიღი – 21 მარტი არის შერჩეული 21-ექრომოსომის, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მე-3 თვე ტრისომიული მოვლენის სიმბოლოდ.

რატომ ჭრელი წინდები?

21 მარტის დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოში დაუნის სინდრომის შესახებ კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში, ნებისმიერი ადამიანს აქვს შესაძლებლობა გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა, გადაიღოს ფოტო ჭრელი წინდებით. რამდენადაც წინდა ქრომოსომის ფორმას გვაგონებს სიმბოლურად.

წარმოდგენილია საზოგადოებაში გავრცელებული მითები და მათი შესაბამისი რეალური ფაქტები:

მითი N1: დაუნის სინდრომი იშვიათი დაავადებაა

სინამდვილე: დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადებაა და ყოველწლი-ურად საშუალოდ ყოველ 1000 ბავშვში 1 სწორედ აღნიშნული სინდრომით იბადება.

მითი N2: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირეა.

სინამდვილე: ბოლო წლებში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშ-ვნელოვნად გაიზარდა და გაუთანაბრდა მათი სხვა თანატოლების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივო-ბას, რასაც ხელი შეუწყო მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებების ხელმისაწვდომობის ზრდამ.

მითი N3 : დაუნის სინდრომი გენეტიკურია და მემკვიდრეობით გადადის

სინამდვილე: დაუნის სინდრომი გენეტიკურადაა განპირობებული შემთხვევათა მხოლოდ 1 პროცენ-ტში. დანარჩენი 99 პროცენტის შემთხვევაში კი იგი არ ატარებს გენეტიკურ ხასიათს.

მითი N4: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების უმეტესობას ასაკოვანი მშობლები ჰყავთ.

სინამდვილე: მშობლების ასაკის ზრდასთან ერთად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის გაჩენის ალბა-თობა და რისკი იზრდება, თუმცა ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების უმეტესობას 35 წლამდე ასაკის მშობ-ლები ჰყავთ.

მითი N5: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურ სკოლაში უნდა სწავ-ლობდნენ

სინამდვილე: საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური პროგრამის არსებობის შემთხვევაში, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ჩართვა შესაძლებელია ჩვეულებრივ საჯარო სკოლა-ში. აღნიშნული რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანომდებლობითა და ეროვნული სასწავლო გეგმით.

მითი N6: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების დასაქმება შეუძლებელია

სინამდვილე: მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, დაუნის სინდრომის მქონე პირების დიდი ნაწილი დასაქმე-ბულია სხვადასხვა სექტორში (მაგალითად რესტორნები, სასტუმროები, კლინიკები, გართობის ინ-დუსტრია და ა.შ.)

მითი N7: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ყოველთვის ინარჩუნებენ კარგ გუნება-განწყობილებას.

სინამდვილე: დაუნის სინდომის მქონე ადამიანები, თითოეული ჩვენგანის მსგავსად ემოციების მთელ სპექტრს განიცდიან და მათ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებსა თუ ადამიანებზეც როგორც დადებითი ისე უარყოფითი ემოციებით რეაგირებენ. მაგალითად, დადებითად რეაგირებენ მათდამი მეგობრულ დამოკიდებულებაზე და აღიქვამენ და სწყინთ მათ მიმართ გამოვლენილი უხეში ან უპატივცემულო მოპყრობა.

მითი N8: დაუნის სინდრომის მქონე პირებს არ გააჩნიათ ახლო ურთიერთობის დამყარების უნარი.

სინამდვილე: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ მეგობრობის, პარტნიორული ურთიერთობე-ბის ჩამოყალიბებისა და სოციალიზაციის სხვა უნარები. მათი ნაწილი ქმნის ოჯახს ან აგრძელებს პარტნიორულ თანაცხოვრებას მოზრდილ ასაკში.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.