გიორგი არველაძე
გიორგი არველაძე ქართველი ბიზნესმენია, რომელსაც საბანკო სფეროში საქმიანობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. უძრავი ქონების, ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის სექტორში სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე, ის „თიბისი ბანკში“ – საქართველოს უმსხვილესი ბანკში მმართველი დირექტორის პოზიციას იკავებდა და არასაპროცენტო შემოსავლების, კვლევებისა და საბროკერო საქმიანობის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
თიბისი ბანკში მუშაობის დაწყებამდე, გიორგი არველაძე გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა ლიბერთი ბანკში – საქართველოში სიდიდით მე-3 ბანკში, 650 ფილიალითა და 5,300-ზე მეტი თანამშრომლით. 2013 წელს აღნიშნული პოზიციის დაკავების შემდეგ, ბანკმა შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა – 2 წელიწადში, წმინდა მოგების წლიურმა ზრდამ დაახლობით 200% შეადგინა. გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე კი, ის იმავე ბანკში გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა და სტრატეგიული პროექტების, ხაზინისა და კერძო ბანკინგის მიმართულებას ხელმძღვანელობდა (2009-2011); შემდეგ ეკავა საოპერაციო დირექტორის პოზიცია (2011-2013 years).
2009 წელს საქართველოში დაბრუნებამდე, ის მუშაობდა ლონდონში, BNP Paribas-ში, სტრუქტურირებული პროდუქტების გუნდში, მანამდე კი – საქართველოს ეროვნულ ბანკში.
გიორგი არველაძე ფლობს ლონდონის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხს.