Search
ყველა შედეგი

კრისტალ კონსალტინგმა ლიდერობის საერთაშორისო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

კრისტალ კონსალტინგი მეწარმეების მხარდაჭერას აგრძელებს და ტარტუს კრეატიული ინდუსტრიების ცენტრთან ერთად ლიდერობის საერთაშორისო სასწავლო პროგრამას,  Going Global Georgia-ს იწყებს.

სასწავლო პროგრამა ესტონელი ექსპერტების მიერაა შემუშავებული და  კრიტიკული კომპეტენციების, ემოციური ინტელექტისა და კომუნიკაციების უნარების განვითარების შესახებ გლობალურ გამოცდილებას აერთიანებს. მისი მიმდინარეობისას მონაწილეები ცოდნას თვითლიდერობის, გუნდის ლიდერობისა და აღმასრულებელი მენეჯმენტის მიმართულებებით მიიღებენ, შეისწავლიან მაღალი დონის გუნდების ჩამოყალიბებისა და სტრატეგიული ზრდის სტიმულირების პრინციპებს. ტრენინგებს ჩაატარებენ ესტონელი ექსპერტები. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მონაწილეებს შორის შეირჩევა 5 გამარჯვებული, რომლებიც ესტონეთში 5-დღიანი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან და ლიდერთა პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.  საბოლოოდ, საჭირო ცოდნისა და ინსტრუმენტების გაზიარებით, პროგრამა მეწარმე ქალებს სტრატეგიულ ზრდაში, ლიდერობის ჩვევების გამომუშავებასა და საქმიანობის გაფართოება-განვითარებაში დაეხმარება.

“კრისტალ კონსალტინგის” ძირითადი საქმიანობა მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერება და მხარდაჭერაა. იგი, როგორც საკონსულტაციო კომპანია 2019 წელს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალმა” ქალთა გაძლიერების მიზნით დააფუძნა. მიმდინარე ეტაპზე “კრისტალ კონსალტინგი” მეწარმე ქალებს ბიზნესკონსულტაციებსა და მენტორობას ისეთ საკითხებზე უწევს, როგორებიცაა ბიზნესის მართვა, ფინანსური მენეჯმენტი, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ბრენდინგი და მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა. ეხმარება მათ საჭირო უნარებითა და კავშირების უზრნველყოფით, რითაც ხელს უწყობს მეწარმეობის გაძლიერებას. ამ საქმიანობის ნაწლია პროგრამა Going Global Georgia-ც, რომელსაც კრისტალ კონსალტინგი 2021 წლიდან, განვითარების თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

ლიდერობის საერთაშორისო პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 2023 წლის 2 აპრილია. პროგრამა სრულად არის დაფინანსებული ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/xpJwxWR17mF4PaAb7

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.