Search
ყველა შედეგი

კრისტალი ბიზნესსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს 

მიკრობანკად ტრანსფორმაციის შემდეგ, კრისტალი კვლავ აქტიურად განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას. ამ მიზნით, კომპანია სისტემატურად მართავს შეხვედრებს და მასტერკლასებს სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებისთვის. 

ამჯერად, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, კრისტალის ინიციატივით ჩატარდა მასტერკლასი თემაზე „ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური კოეფიციენტები“, რომლის მიზანი ბიზნესის მფლობელებისთვის ფინანსურ საკითხებში ცოდნის გაზიარება და მათი პრაქტიკაში გამოყენების გზების ჩვენება იყო. აღნიშნულ საკითხებზე ახალი ინფორმაციის მიღება დაეხმარება მცირე და საშუალო კომპანიებს განვითარებასა და სწორი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში. 

შეხვედრას SME ბიზნეს კონსალტინგის კუნსულტანტი ანა ტყავაძე უძღვებოდა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა იმ ძირითადი ფინანსური კოეფიციენტებისა და მეტრიკების შესახებ, რომელიც გასათვალისწინებელია ბიზნესის ფინანსური წარმატებისთვის. 

აღსანიშნავია ისიც, რომ კრისტალის წარმომადგენლებმა, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს   კრისტალის, როგორც ახალი მიკრობანკის საქმიანობასთან  დაკავშირებული საკითხების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია და გააცნეს ის ახალი შესაძლებლობები, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს  ფინანსურ რესურსებზე წვდომის კუთხით სთავაზობს. მსგავს საკითხებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვნად დაეხმარება მცირე და საშუალო კომპანიებს უფრო ეფექტური და ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში. 

კრისტალისთვის ბიზნესის მხარდაჭერა და მის განვითარებაში ჩართულობა,  ერთ-ერთი პრიორიტეტული ნაწილია. სწორედ ამიტომ, კომპანია აქტიურად მუშაობს მათთვის ფინანსური თუ არაფინანსური სერვისების შექმნაზე, განვითარებასა და მათთვის საჭირო რესურსების შეთავაზებაზე, როგორც დამოუკიდებლად, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.  

  • მომავალი შეხვედრების, ონლაინ მასტერკლასებისა თუ ვებინარების შესახებ ინფორმაციის მისაღებად და სიახლეების გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ კრისტალის სოციალური ქსელების გვერდებს: Facebook – Crystal • კრისტალი; კრისტალ კონსალტინგი; LinkedIn_ Crystal Consulting  

“კრისტალის” შესახებ: 

კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.  

მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე, კომპანია  ქართულ საფინანსო ბაზარზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 105 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა.  

კრისტალის ისტორია 1998 წელს იწყება, მაშინ, როცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ   ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია – საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დაფუძნდა, რომელმაც წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგარამა. ფონდის სასესხო კაპიტალი მაშინ სულ რაღაც $10,000 დოლარს შეადგენდა. თითქმის 27 წლის მანძილზე ორგანიზაციამ ხანგრძლივი, გამოწვევებით და მრავალი წარმატებით სავსე პერიოდი გაიარა. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.