Search
ყველა შედეგი

საკრედიტო გუნდის ლიდერი

განაცხადის შევსება

ქალაქი ზუგდიდი

დეპარტამენტი საკრედიტო გუნდის ლიდერი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 3 აპრილი, 2025


მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო გუნდის ლიდერის პოზიციაზე. 

  • სამუშაო ადგილი: ზუგდიდი 
  • განაკვეთი: სრული 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას. 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ხარისხიანი საკრედიტო პორტფელის შექმნაზე/ზრდაზე ზრუნვა და პორტფელის მართვა; 
  • დასახული გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა;  
  • მონაწილეობა მომხმარებლის საკრედიტო განაცხადების განხილვაში მინიჭებული ლიმიტის ფარგლებში;  
  • გაცემული სესხების მონიტორიგი კომპანიაში დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და პროგრამაში შედეგების ასახვა; 
  • დაქვემდებარებული გუნდის ხელმძღვანელობა, გუნდის მიერ განსახორციელებელი სამუშაოს დაგეგმვა, განაწილება, შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი უკუკავშირების მიწოდება; 
  • გუნდის წევრების მოტივაციასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; 
  • პროცესების და პროცედურების მოთხოვნების დაცვა და კონტროლი; 
  • პერიოდული ანგარიშგებების მომზადება; 
  • გუნდის შექმნასა და დაკომპლექტებაში აქტიური ჩართულობა; 
  • დამტკიცებული / გაცემული სესხების ფაილინგის შემოწმება და სრულყოფილების კონტროლი 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკური ან ფინანსური განხრით; 
  • საბაკნო-საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება საკრედიტო მიმართულებით; 
  • რეგიონის მიკრო-საკრედიტო ბაზრის ცოდნის სათანადო დონე; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • გუნდის მართვის და შეკვრის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმარების უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრიტიკული აზროვნების უნარი; 
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი 

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან,  2025 წლის 03 აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ  შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა. 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.