Search
ყველა შედეგი

ქალაქი ქუთაისი

დეპარტამენტი უნივერსალური საინფორმაციო ოპერატორი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 22 აპრილი, 2025


მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური საინფორმაციო ოპერატორის პოზიციაზე. 

  • სამუშაო ადგილი: ქუთაისი 
  • განაკვეთი: სრული 

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას. 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას 
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს 

ძირითადი მოვალეობები: 

  • სატელეფონო ზარით და/ან ელ.არხით (FB, ელ.ფოსტა, სხვა) შემოსულ შეკითხვებსა და მოთხოვნებზე რეაგირება; 
  • კომპანიის ოფიციალურ FB გვერდზე (და სხვა სოც.ქსელებში) მომხმარებლისთვის პასუხის გაცემა; 
  • კომპანიის ელექტრონულ არხებში ჩათების მართვა; 
  • მომხმარებლისათვის კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა და ამ მიზნით მისი იდენტიფიკაცია (OTP იდენტიფიკაციის საშუალებით); 
  • მომხმარებლის სატელეფონო ნომერის ცვლილება პროგრამაში; 
  • სასესხო დავალიანებაზე წინასწარ განსაზღვრული ინფორმაციის მოძიება და მომხმარებლისთვის მიწოდება; 
  • ჩათის ჩანაწერების აღნიცხვა.  

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება; 
  • ბანკში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • გამართულები მეტყველება;  
  • ემოციების მართვის უნარი; 
  • MS Office პროდუქტების მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • რუსული ან/და ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (სასურველია).  

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან,  2025 წლის 22 აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ  შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა. 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.