ქალაქი სენაკი
დეპარტამენტი უმცროსი საკრედიტო ოფიცერი
პოზიციის ტიპი არასტანდარტული
საბოლოო ვადა 8 მაისი, 2025
მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას უმცროსი საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.
- სენაკი
- მისამართი)
- არასტანდარტული
„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების დამუშავება/გაცემა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში;
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
- არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
- სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებაში მონაწილეობა;
- განაცხადის შევსების უზრუნველყოფა და შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
- მიღებული ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებით გადამოწმება;
- მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
- დამუშავებული იფნორმაციის კომიტეტზე წარდგენა;
- კომიტეტის გადაწყვეტილების კლიენტისთვის გაცნობა;
- შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება და კლიენტისთვის გაცნობა;
- სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
- კლიენტთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე;
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (სასურველია);
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე,
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 8 მაისის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.