
ძვირფასო მომხმარებლებლო,
16 ივნისი მიკრობანკი “კრისტალისთვის“ ისტორიული დღეა!
სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ საბანკო ლიცენზის მიღებიდან 4-თვიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, წარმატებით დავასრულეთ ტექნიკური სამუშაობი და სერვისების აქტივაცია, რომელიც 12-15 ივნისს მიმდინარეობდა.
შესაბამისად, უკვე დღეიდან სრული დატვირთვით ამუშავდა ჩვენი ფილიალები და განახლდა გადახდის აპარატებზე ჩარიცხვები.
მნიშვნელოვანი სიახლეა, ის, რომ დღეიდან უკვე შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ კრისტალის საბანკო ანგარიშებით და გაზრდილი სასესხო ლიმიტით.
უახლოეს დღეებში ამოქმედდება დეპოზიტები განსხვავებული, მაღალი საპროცენტო განაკვეთით და რა თქმა უნდა კვლავ რჩება და თქვენთვის მუშაობას აგრძელებს ჩვენი საინვესტიციო პროდუქტი “მონეტა”.
დიახ! დღეიდან ახალი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული, მოქნილი საბანკო პროდუქტებითა და სერვისებით დაგიბრუნდით!
მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად გაიარა ეს გზა და, ასევე, მათ, ვინც ამ საინტერესო თავგადასავალში ახლა შემოგვიერთდება.
გმადლობთ, რომ გვენდობით და ჩვენთან ერთად ხართ ამ გზაზე
#შენი შესაძლებლობების ბანკი