ქალაქი თბილისი
დეპარტამენტი SME ლიზინგის პროექტის მენეჯერი
პოზიციის ტიპი სრული
საბოლოო ვადა 15 ივლისი, 2025
მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე „SME ლიზინგის პროექტის მენეჯერი“
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- ლოკაცია: თბილისის სათავო ოფისი (იხ.მისამართი)
- ვაკანსიის რაოდენობა: 1
- განაკვეთი: სრული (ორშაბათი – პარასკევი)
„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელშიც დასაქმებულია 1,000-ზე მეტი თანამშრომელი და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას
„კრისტალის“ ერთ- ერთი მსხვილი მიმართულებაა „კრისტალ ლიზინგი“, რომელიც მისი დინამიური და მზარდი გუნდით ქმნიან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას, რაც გამოიხატება განვითარებაზე ორიენტირებულობაში, კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში, გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში.
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციურ მომხმარებლისათვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზების გაკეთება;
- მომხმარებელებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარება;
- დაინტერესებული მომხმარებლების ბაზის შექმნა და კონტროლი;
- მომხმარებლების მოსაზიდად სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა;
- სალიზინგო პროექტების დამუშავება და ანალიზი;
- დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა;
- კომიტეტის გადაწყვეტილების კლიენტისთვის გაცნობა;
- სალიზინგო პროექტის დოკუმენტაციის მართვა;
- ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
- სხვადასხვა ტიპის რეპორტინგის მომზადება საჭიროების შემთხვევაში
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია;
- ფინანსური უწყისების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ 2025 წლის 15 ივლისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ასევე მეილში მიუთითოთ თქვენთვის მისაღები ანაზღაურება ან ანაზღაურების ფარგლები)
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.