Search
ყველა შედეგი

ქალაქი თბილისი

დეპარტამენტი ინკასატორი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 18 ივლისი, 2025


მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას ინკასატორის პოზიციაზე.

  • თბილისი
  • სრული

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

„კრისტალი“ გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

ძირითადი მოვალეობები:

  • ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობებიანი საინკასაციო ჩანთების უსაფრთხო გადაზიდვა და დაცვის უზრუნველყოფა;
  • ჩანთების მიღება-გაცემის პროცესის ზედმიწევნით დაცვა;
  • ინკასაციის ჯგუფის გადაადგილება დადგენილი მარშრუტით;
  • მინდობილი იარაღისა და აღწურვილობის წესების შესაბამისად გამოყენება, გაფრთხიელბა;
  • საინკასაციო სპეცმანქანის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საინკასაციო მანქანას მართვა ინკასაციის ოფიცრის მიერ მითითითებული რეჟიმის მიხედვით;
  • საჭიროების შემთხვევაში ინკასაციის ოფიცერის ან ნებისმიერი ინკასატორის მოვალეობის შესრულება;
  • ორგანიზაციაში არსებული შესაბამის ნორმატიული აქტების და ინსტრუქციების დაცვა.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • სასურველია კერძო, ან საჯარო სექტორში ანალოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • შესაბამისი კატეგორიის ავტომობილების მართვის გამოცდილება (სასურველია);
  • საცეცხლე მომზადება, იარაღისა და სპეც-აღჭურვილობის სათანადო ექსპლოატაციის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან,  2025 წლის 18 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ  შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა.  

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.