Search
ყველა შედეგი

ქალაქი თბილისი

დეპარტამენტი საბარათე რისკების გამოცდილი ოფიცერი

პოზიციის ტიპი სრული

საბოლოო ვადა 13 ივლისი, 2025


მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას საბარათე რისკების გამოცდილი ოფიცერის პოზიციაზე

„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე –  გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

  • საბანკო ბარათების ოპერაციების ქორ სისტემებში შესრულების სისწორის  მონიტორინგი, საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირებები;
  • UFC-ის და სხვა მსგავს ფუნქციონალურ სისტემებში/პლატფორმებზე ოპერაციების დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა;
  • საბანკო ბარათებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და საჭირო კონტროლის მექანიზმების დანერგვის ინიცირება და უზრუნველყოფა;
  • თაღლითობის პრევენციის მიზნით ტრანზაქციების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
  • საბანკო ბარათის მფლობელებისგან მიღებულ საჩივრებზე რეაგირება, მოკვლევა და უკუკავშირის დაბრუნება;
  • საბარათე ტრანზაქციების ლიმიტების განსაზღვრა, ბარათების ბლოკირება საეჭვო ოპერაციის აღმოჩენისას, ტრანზაქციების შეზღუდვებისთვის საჭირო წესების შემუშავება და სისტემაში გაწერა;
  • საბანკო ბარათებთან და საბარათე რისკებთან  დაკავშირებული მარეგულირებელი წესების და პროცესების შექმნაში მონაწილეობის მიღება, განახლება, მონიტორინგი და მართვა;
  • ბანკომატებში დაკავებული ბარათების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირებები;
  • თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან და საგამოძიებო სტრუქტურებთან თაღლითური შემთხვევების განხილვისას;
  • რისკების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება და მონაცემთა ანალიზი;
  • მონაწილეობა ახალი საბარათე პროდუქტებისა და სისტემების რისკების შეფასებაში.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
  • საბარათე რისკების მართვის, საბარათე სისტემებთან და ტრანზაქციებთან მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  •  თაღლითობის პრევენციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საბანკო ბარათების ოპერაციებთან, ციფრულ გადახდებთან და საბარათე რისკებთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word/Excel/Powerpoint);
  • ინგლისური ენა – B2 დონეზე ფლობა;
  • UFC-ის და Alta-ს სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან,  გთხოვთ 2025 წლის 13 ივლისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge  (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.