ქალაქი თბილისი
პოზიციის ტიპი სრული
საბოლოო ვადა 13 აგვისტო, 2025
მიკრობანკი “კრისტალი” აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების ციფრული მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- ფილიალი: სათაო ოფისი (ა.წერეთლის 118) იხ.მისამართი
- ვაკანსიის რაოდენობა: 1
- განაკვეთი: სრული
„კრისტალი“ ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. „კრისტალი“ უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
„კრისტალის“ დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე – გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- განყოფილების საქმინობის კოორდინაცია და მართვა;
- თანამშრომლების სამუშაოს სწორად დაგეგმვა, განაწილება, შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი უკუკავშირების მიწოდება, მათ მოტივაციასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- საჭიროებების გამოვლენა, პროცესების დიგიტალიზაციის საჭიროების ანალიზი და კონცეფციის შემუშავება;
- პროდუქტების ციფრული განვითარების დაგეგმვა და განხორციელება;
- პროდუქტების მენეჯერის როლის შესრულება არადელეგირებული პროდუქტებისათვის;
- ახალი ციფრული პროდუქტების შექმნის პროექტებში, საჭიროების შემთხვევაში დამკვეთის ან პროდუქტის მფლობელის(product owner) როლით მონაწილეობა;
- კომპანიის შიგნით და გარეთ ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
- პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელთან.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ინფორმაციული მიმართულებით);
- ტექნოლოგიურ/ციფრულ პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;
- პროექტების მართვის მინ. 3-წლიანი გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მინ. 2-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2);
- საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გუნდის მართვისა და და შეკვრის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ 2025 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.