სამედიცინო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია
Tgrow
Tgrow არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ჯანდაცვის სექტორის განვითარებაზე. კომპანიის მისიაა დაეხმაროს ექიმებს, მენეჯერებსა და სამედიცინო დაწესებულებების დამფუძნებლებს მდგრადი ზრდის მიღწევაში, კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ბაზარზე ლიდერებად ჩამოყალიბებაში.
Tgrow -ს სერვისები:
- სტრატეგიული დაგეგმვა და იმპლემენტაცია – მოიცავს სამედიცინო ბიზნესის სიღრმისეულ დიაგნოსტიკას, მისი სტრუქტურისა და არსებული მართვის სისტემების შესწავლას. ამაზე დაყრდნობით, კომპანია ამუშავებს დეტალურ სამოქმედო გეგმას, რომელიც ბიზნესის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში ეხმარება ამ გეგმით განსაზღვრული პროექტების იმპლემენტაციაში, მათ შორის საკონსულტაციო ფორმატით თანამშრომლობით.
- პაციენტის გამოცდილების მართვა – კომპანია ამუშავებს პაციენტის მთელ მოგზაურობას – პირველი კონტაქტიდან სერვისის დასრულებამდე. ადგენს სუსტ წერტილებს, სთავაზობს პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს და ქმნის მაქსიმალურად კომფორტულ და პოზიტიურ გამოცდილებას.
- ფინანსური მენეჯმენტი და ოპერაციული ეფექტურობა – მოიცავს ფინანსური მართვის სრულ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ბიუჯეტის ოპტიმიზაციას, ხარჯების შემცირებასა და შემოსავლების ზრდის სტრატეგიებს. პარტნიორ აუთსორს კომპანიებთან ერთად, უზრუნველყოფს ბუღალტრული და იურიდიული პროცესების სისტემატიზაციასა და გამჭვირვალობას.
- მარკეტინგი და ბრენდინგი – კომპანია ქმნის მარკეტინგულ სტრატეგიებს, რომლებიც მორგებულია ჯანდაცვის სექტორის სპეციფიკაზე. ეს მოიცავს პაციენტების მოზიდვასა და შენარჩუნებას, ბრენდის ცნობადობის ამაღლებას და უნიკალური ღირებულებების წარმოჩენას.
- ტრენინგ პროგრამები – მოიცავს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს ექიმებისა და ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს მათი ცოდნის გაღრმავებასა და უნარების განვითარებას ბიზნესის მართვის, პაციენტებთან კომუნიკაციისა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებში.
“კრისტალი” ახორციელებს მიკრობანკების დაშვებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებთან შეხვედრებს, რომლის მიზანია მომხმარებელთა გათვითცნობიერება და ცოდნის გაღრმავება, რაც დაეხმარება მათ უფრო ეფექტური და ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, სამედიცინო სექტორში მოქმედ ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ, როგორც „Tgrow“-ს მიერ შემოთავაზებული სერვისებით, ისე ინდივიდუალური კონსულტაციითა და რეკომენდაციებით.