Search
ყველა შედეგი

კრისტალი „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025“-ის სპეციალური პრიზის მფლობელია

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ კონკურსზე „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“, მიკრობანკ კრისტალს სპეციალური ჯილდო გადაეცა.

ჯილდო ითვალისწინებდა იმ კომპანიების აღიარებას, რომლებიც ყველაზე აქტიურად არიან ჩართული აღნიშნულ ინიციატივაში, მრავალი წელია, უზიარებენ ბიზნესსექტორსა და საზოგადოებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და არიან კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულებიც.

კრისტალს წლების განმავლობაში გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის და ქალი მეწარმეების გაძლიერების მიმართულებით, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორის,

  • 2019 წელს – ჯილდო კატეგორიაში გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება (SDG #5);
  • 2020 წელს – ჯილდო კატეგორიაში გონივრული მოხმარება და წარმოება (SDG #12) პროექტისთვის „მწვანე დაფინანსება“;
  • 2023 წელს – ჯილდო კატეგორიაში შემცირებული უთანასწორობა (SDG #10), სადაც მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში წარმოდგენილი იყო ის მრავალფეროვანი საქმიანობა და პროექტები, რომლებსაც კომპანია მეწარმე ქალების მხარდასაჭერად ახორციელებს.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (UN Global Compact Network Georgia) 2018 წლიდან ატარებს „კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს“ კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი მდგრადობაზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი კომპანიებისა და პროექტების გამოვლენას.

Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.