Search
ყველა შედეგი

კრისტალის სადებეტო ბარათი

კრისტალის სადებეტო ბარათით შესაძლებელია:

  • თანხის განაღდება ნებისმიერი ბანკის ბანკომატში;
  • ნებისმიერი ბანკის POS-ტერმინალზე გადახდა;
  • ონლაინ შესყიდვების განხორციელება სხვადასხვა ვებგვერდზე.

ტარიფები:

ოპერაციების ჩამონათვალიუსახელო ბარათი (არაპერსონიფიცირებული) სტანდარტ ბარათი (პერსონიფიცირებული)გოლდ ბარათი (პერსონიფიცირებული)
ბარათის ღირებულება*10 GEL20 GEL50 GEL
ბანკომატზე თანხის განაღდების საკომისიო (TBC)1% (მინ 3GEL)1% (მინ 3GEL)1% (მინ 3GEL)
ბანკომატზე თანხის განაღდების საკომისიო (სხვა ნებისმიერი ბანკი)3% (მინ 6 GEL)3% (მინ 6 GEL)3% (მინ 6 GEL)
საბარათე ანგარიშიდან თანხის განაღდება სალაროშიGEL/USD/EUR – 1.5%GEL/USD/EUR – 1.5%GEL/USD/EUR – 1.5%
თანხის განაღდება თიბისი ბანკის ფილიალებში, პოს-ტერმინალით0.5% (მინ 2 GEL)0.5% (მინ 2 GEL)0.5% (მინ 2 GEL)
თანხის განაღდება ნებისმიერი სხვა ბანკის ფილიალებში, პოს-ტერმინალით1.5% (მინ 2 GEL)1.5% (მინ 2 GEL)1.5% (მინ 2 GEL)
ბანკომატზე თანხის განაღდების დღიური ლიმიტი**2000 GEL2500 GEL5000 GEL
პოს-ტერმინალზე თანხის გადახდის ლიმიტი***5000 GEL7000 GEL10000 GEL
ელ.კომერციის არხში თანხის გადახდის ლიმიტი****17500 GEL24500 GEL35000 GEL

ბარათის მიღების შემდეგ მისი გააქტიურება უნდა მოხდეს თიბისი ბანკის ბანკომატში  სმს მობილურ ნომერზე მიღებული PIN კოდის გამოყენებით. რეკომენდირებულია აღნიშული PIN კოდის შეცვლა.

ბარათის ღირებულება არის ერთჯერად და მას არ აქვს ყოველთვიური მომსახურების საკომისიო

ბანკომატზე დღიური განაღდების ლიმიტი განსაზღვრულია 24 საათით

პოსტერმიმალზე თანხის გადახდის ლიმიტი განსაზღვრულია 24 საათით

ელკომერციის არხში თანხის გადახდის ლიმიტი ითვლება კვირის ჭრილში

ზოგადი რჩევები ბარათით მოსარგებლისთვის

უკონტაქტო გადახდების ლიმიტები

უკონტაქტო გადახდების (PIN კოდის გარეშე) ერთჯერადი ლიმიტი საქართველოს ტერიტორიაზე, – 100 ლარია, ხოლო საზღვარგარეთ 150 ლარის ექვივალენტი შესაბამის ვალუტაში.
ჯამური ლიმიტი კი განსაზღვრულია – 600 ₾ არის ან მისი ექვივალენტით შესაბამის ვალუტაში. გაითვალისწინეთ, რომ PIN კოდის შეყვანის შემდეგ ლიმიტი ხელახლა განისაზღვრება.

რეკომენდაციები ბარათის მიღება და შენახვასთან დაკავშირებით

ბარათის მიღებისთანავე შეამოწმეთ სწორად არის თუ არა თქვენი სახელი და გვარი დაფიქსირებული ბარათზე(პერსონიფიცირებული).

შეინახეთ ბარათი დაცულ ადგილას, არ დატოვოთ იგი ან მასთან დაკავშირებული დოკუმენტები სამსახურში, მანქანაში, საზოგადოებივი თავშეყრის ან მესამე პირისთვის ხელმისაწვდომ ადგილას;

არ გადასცეთ PIN კოდი ან/და ბარათი მესამე პირს, მოთხოვნის მიუხედავად;

არ გააგზავნოთ ბარათის სრული მონაცემები: ნომერი, ვადა, CVC კოდი ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით.

დაიცავით ბარათის ჩიპი გარე ზემოქმედებისგან, როგორიცაა ელექტრომაგნიტური ველი (ეკრანთან, დამაგნიტებულ ან მაგნიტთან ახლოს განთავსებულ საგნებთან (გასაღებები, ჩანთაზე არსებული მაგნიტური საკეტები და სხვ) ახლოს განლაგება), მექანიკური დაზიანება (დაკაწვრა, გაღუნვა, გატეხვა, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება) და სხვა, რამაც შეიძლება დააზიანოს მაგნიტური ზოლი და შეუძლებელი გახადოს მისი გამოყენება საბარათე ოპერაციის ჩატარების მიზნით.

რეკომენდაციები ბარათის გამოყენებასთან დაკავშირებით

ბანკომატში ბარათის გამოყენება:

არ არის რეკომენდირებული, თუ ბანკომატის სპეციალური გარე განათების საშუალებები ცუდად ანათებს/არ ანათებს.

ბანკომატზე შეიმჩნევა უჩვეულო (არასტანდარტული) მოწყობილობა ან ბანკომატი მუშაობს ძალიან ნელა;

ბანკომატში ბარათის გამოყენებისას დადექით ისე, რომ მესამე პირებმა ვერ შეძლონ თქვენს მიერ აკრეფილი PIN-კოდის გარჩევა;

ბანკომატში ოპერაციის დასრულებისას დარწმუნდით, რომ თქვენი ბარათი და თანხა (თანხის განაღდების ოპერაციის შესრულებისას) თქვენთანაა;

თქვენს შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, რეკომენდირებულია ამობეჭდილი ქვითრის თან წაღება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის განხორციელებისას

არ გაატანოთ ბარათი მომსახურე პერსონალს და დარწმუნდით, რომ პოს-ტერმინალით ტრანზაქცია ჩატარდება თქვენი თანდასწრებით;

სავაჭრო ობიექტში ბარათის გამოყენებისას აუცილებლად მოითხოვეთ ქვითარი, ყურადღებით შეამოწმეთ მასზე ასახული თანხის სისწორე

ონლაინ/ინტერნეტსივრცეში გადახდის განხორციელებისას

ეცადეთ, რომ მოერიდოთ საერთო მოხმარების მოწყობილობიდან (მაგ: ინტერნეტკაფე) ონლაინ ტრანზაქციის განხორციელებას.

დარწმუნდით,რომ ონლაინ ტრანზაქცია განახორციელეთ გამართული ოპერატიული სისტემის მქონე და კარგად დაცული მოწყობილობიდან.

მოერიდეთ საეჭვო/არასანდო ვებგვერდებს, არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები მსგავს ვებ-გვერდებზე, რათა თავიდან აირიდოთ ფიშინგი და კიბერთაღლითობა.

ონლაინ ტრანზაქციის განხორციელებისას არ შეიძლება პინ კოდის მითითება. ონლაინ მაღაზიამ შესაძლებელია მოითხოვოს ბარათის მფლობელის სახელი და გვარი, ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, CVC კოდი და ზოგ შემთხვევებში ემიტენტი ბანკის ტელეფონის ნომერი.

სასურველია ისეთი ვებ-გვერდების გამოყენება, რომელიც ითვალისწინებს 3D უსაფრთხოების სერვისს.

3D უსაფრთხოების სერვისი

რა არის 3D უსაფრთხოების სერვისი?

3D უსაფრთხოების სერვისი არის საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების (Visa/Mastercard) მიერ შემუშავებული ბარათის უსაფრთხოების საშუალება, რომელიც გიცავთ მესამე პირის მიერ ბარათის არაკეთილსინდისიერი გამოყენებისა და  კიბერთაღლითობისგან ონლაინ/ინტერნეტსივრცეში ტრანზაქციების განხორციელებისას.

სად და როგორ  მუშაობს 3D უსაფრთხოების სერვისი?

3D უსაფრთხოების სერვისი მოქმედებს მხოლოდ იმ ვებ-გვერდებზე რომლებსაც აქვს „Verified by VISA” და/ან „MasterCard SecureCode” მხარდაჭერა.

3D უსაფრთხოების კოდი SMS შეტყობინების სახით იგზავნება მას შემდეგ, რაც შეიყვანთ ბარათის 16-ნიშნა ნომერს, ბარათზე მითითებულ სახელს და გვარს, ვადას და CVC კოდს. აღნიშნული კოდის შეყვანით თქვენ დამატებით ადასტურებთ ონლაინ ტრანზაქციას.

კოდი იგზავნება მხოლოდ ბანკში რეგისტრირებულ სმს მობილურ ნომერზე, რაც ამცირებს თაღლითობის რისკს.

კოდი მოქმედია 3 წუთის განმავლობაში;

როდის აქტიურდება 3D უსაფრთხოების სერვისი და ფასიანია?

3D უსაფრთხოების სერვისი ირთვება ავტომატურად ბარათის გააქტიურებისას და მოქმედებს ბარათის მოქმედების ბოლომდე.
სერვისი  არის უფასო. არაა საჭირო დამატებით აპლიკაციების/მოწყობილობების გამოყენება.

როდის არ მოქმედებს 3D უსაფრთხოების სერვისი?

3D უსაფრთხოების სერვისი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ბარათი დამახსოვრებულია ონლაინ ტრანზაქციების განხორცილების მიზნით კონკრეტულ საიტზე ან სრულდება ე.წ განმეორებადი გარიგების ფარგლებში თქვენს მიერ წინასწარ განსაზღვრული დროის ინტერვალებით გარკვეული თანხის ჩამოჭრა სერვისის/ნივთების განმეორებითი მიწოდებისთვის, გამოწერისთვის, წევრობისთვის.

ბარათის  დაცვის სხვა მექანიზმები

თუ ოპერაცია ვერ სრულდება, დაუკავშირდით ბანკის კონტაქტ-ჰაბს ან ეწვიეთ ფილიალს.

იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ეჭვი, რომ საბარათე ოპერაცია თქვენ მიერ არ განხორცილებულა ან/და დაკარგეთ ბარათი, დაუყოვნებლივ დაბლოკეთ ბარათი ან/და დაუკავშირდით ბანკის კონტაქტ-ჰაბს ან ეწვიეთ ფილიალს.

სადავო ტრანზაქციების გასაჩივრება

თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ სადავო ტრანზაქცია  და მიმართოთ მიკრობანკის ფილიალს ან კონტაქტ-ჰაბს. საჩივრის წარდგენისას საჭიროა ტრანზაქციის თარიღი, ოდენობა და შესაბამისი დოკუმენტაცია.

თაღლითობის მაღალი რისკის მქონე სავაჭრო მომსახურების ობიექტების MCC კოდები

Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.

სესხის თანხა
ლარი
400 25 000 50 000 75 000 100 000
საპროცენტო განაკვეთი
%
6 16 26 36 46
სესხის ვადა
თვე
3 22 44 64 84

ყოველთვიური გადასახადი

0 

ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი


სესხის თანხა
0
სესხის ვადა
0 თვე

წლიური პროცენტი
18 %
ეფექტური პროცენტი
0 %

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი