Search
ყველა შედეგი

Scope Ratings-მა მიკრობანკ „კრისტალის“ B+ საკრედიტო რეიტინგი და სტაბილური პერსპექტივა დაადასტურა

მიკრობანკი „კრისტალი“, ინსტიტუციური განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს: ევროპულმა სარეიტინგო სააგენტომ, Scope Ratings GmbH-მა, ბანკის ყოველწლიური საკრედიტო შეფასება განახორციელა და „კრისტალს“ B+/სტაბილური საკრედიტო რეიტინგი დაადასტურა. 

ანგარიშში Scope Ratings-ი ხაზს უსვამს „კრისტალის“ წარმატებულ საბანკო ტრანსფორმაციას და აღნიშნავს მის წამყვან პოზიციას საქართველოს საფინანსო სექტორში. სააგენტო დადებითად აფასებს კომპანიის კორპორაციული მართვის ჩარჩოს, მდგრად ფინანსურ მაჩვენებლებს, ძლიერ კაპიტალიზაციასა და ლიკვიდურობას, ასევე მომხმარებელთა დეპოზიტების ზრდას  და დივერსიფიცირებული დაფინანსების მოდელის ჩამოყალიბებას. ამავდროულად, სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ სამომავლოდ რეიტინგის შესაძლო გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს ციფრული ტრანსფორმაციის გაგრძელება, ძლიერი კაპიტალის შენარჩუნება და დაფინანსების წყაროების შემდგომი დივერსიფიკაცია.  

Scope Ratings-მა შეფასება დაადასტურა მას შემდეგ, რაც „კრისტალმა“ ლიცენზირებული მიკრობანკის სტატუსით საქმიანობის პირველი სრული წელი დაასრულა. შეფასება ასახავს მნიშვნელოვან პროგრესს ინსტიტუციური მმართველობის სისტემის დახვეწის, საბაზრო პოზიციის განმტკიცებისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პოზიციონირების ჩამოყალიბების მიმართულებით.  

Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.