Search
ყველა შედეგი

"ჩემიანი"- კრისტალის ახალი შემნახველი ანაბარი

  • უვადო განთავსება: განათავსე თანხა წინასწარ განსაზღვრული ვადის გარეშე.
  • მაქსიმალური მოქნილობა: ისარგებლე საკუთარი დანაზოგით ნებისმიერ დროს, შენი საჭიროებისამებრ.
  • ყოველდღიური სარგებელი: პროცენტი გერიცხება ანგარიშზე არსებულ ყოველდღიურ ნაშთზე.

გაიცანი “ჩემიანი”- კრისტალის ახალი შემნახველი ანაბარი

“ჩემიანი” გაძლევს შესაძლებლობას, თანხა წინასწარ განსაზღვრული ვადის გარეშე შეინახო და საჭიროების შემთხვევაში დანაზოგით ნებისმიერ დროს ისარგებლო.

მართე შენი დანაზოგი დამატებითი ხარჯის გარეშე:

  • ანაბრის გახსნა: 0 ₾
  • ყოველთვიური მომსახურება: 0 ₾
  • ანაბრიდან თანხის გატანა: 0 ₾

ანაბრის გახსნის მინიმალური ოდენობა ფიზიკური პირისთვის: 10 ერთეული (შესაბამის ვალუტაში)

საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის:

ვალუტა ნომინალური ეფექტური
GEL6.00%6.17%
USD1.50%1.51%
EUR1.00%1.00%
* ანაბრის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლისას გამოყენებული დაშვებები: ანაბარი განთავსებულია 1 წლის ვადით, ყოველი დღის ბოლოს საანაბრე ანგარიშზე არსებული ნაშთი შეადგენს 1000 ერთეულს და საპროცენტო სარგებელი ანგარიშზე ირიცხება თვეში ერთხელ – თვის ბოლო რიცხვში. ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი საპროცენტო განაკვეთი მუდმივია და უტოლდება ანაბრის საწყის საპროცენტო განაკვეთს.

შემნახველ ანაბარზე ვრცელდება მიკრობანკისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული დეპოზიტების ჯამური განთავსების მაქსიმალური 50,000-ლარიანი ლიმიტი.

“ჩემიანი” – როცა დანაზოგი მართლაც შენიანია.

2025 წლის 12 თებერვლიდან მიკრობანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 50 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge 

Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.