ხშირად დასმული კითხვები
ხშირად დასმული კითხვები
-
როგორ უნდა შევიძინო დაზღვევა?
დაზღვევის შეძენა შესაძლებელია კრისტალის ნებისმიერ ფილიალში, ან დაგვიტოვეთ საკონტაქტო მონაცემი ბმულზე და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
-
ვის შეუძლია დაზღვევით სარგებლობა?
- ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევით სარგებლობა შეუძლია 21 წელს ზემოთ ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- უძრავი ქონებით დაზღვევით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პირს
-
როგორ ვიქცევით ზარალის დადგომის დროს?
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე რეკავთ სადაზღვევო კომპანია “ირაოს” ცხელ ხაზზე: 2 949-949 და იძახებთ საპატრულო პოლიციას.
-
რამდენ ხანში ანაზღაურდება ზარალი?
ანაზღაურება ხდება ზარალის შეფასებიდან- 10 სამუშაო დღის ვადაში.
-
რა სახის თამასუქები არის ხელმისაწვდომი?
დახურული თამასუქი – მომხმარებელი აბანდებს თამასუქში ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით და საპროცენტო განაკვეთით, იმ პირობით, რომ თანხის გატანა მოხდება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ.
ღია თამასუქი – მომხმარებელს შეუძლია მისთვის სასურველ დროს გაიტანოს თანხა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობების დაცვით.
-
ვის შეუძლია საინვესტიციო პროდუქტით სარგებლობა?
თამასუქის შეძენა შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირს
-
რომელ ფილიალში იქნება სერვისი ხელმისაწვდომი?
სერვისი ხელმისაწვდომი იქნება კრისტალის ნებისმიერ ფილიალში
-
თანხის დამატება თამასუქზე შესაძლებელია?
არ არის შესაძლებელი. სურვილის შემთხვევაში ახალი, პარალელური თამასუქი უნდა გაიხსნას
-
სარგებლის (%) რეალიზაცია რა სიხშირით შემიძლია?
- დახურული თამასუქის შემთხვევაში – ყოველ თვე, ვადის ბოლოს.
- ღია თამასუქის შემთხვევაში – ვადის ბოლოს.
-
სარგებლის მიღება როგორ ხდება?
სარგებლის რეალიზაცია ხდება როგორც საბანკო ანგარიშზე, ასევე კრისტალის ფილიალიდან
-
შესაძლებელია თუ არა თამასუქის ვადის დარღვევის გარეშე თანხის კონვერტაცია/სხვა ვალუტაში გადატანა?
თუ გსურთ თამასუქის ვალუტის შეცვლა, ამისათვის თქვენთან ფორმდება დამატებითი შეთანხმება კურსსა და ვალუტაზე, კონვერტაციას კი დაპირებული კურსით, თამასუქის ვადის ბოლოს შეგისრულებთ
-
როგორ შევავსო განაცხადი?
ეწვიეთ თქვენთვის სასურველ მაღაზიას და შეავსეთ განაცხადი
-
ბინადრობის მოწმობის საფუძველზე განვადების დამტკიცება შესაძლებელია?
განვადების განაცხადის დაფიქსირება შესაძლებელია ბინადრობის მოწმობის საფუძველზე, თუმცა, ვალდებულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ბინადრობის ვადას
-
თუ მაღაზიაში კრიატლის წარმომადგენელი არ არის, რა უნდა გავაკეთო?
შეგიძლიათ ინვოისი წამოიღოთ და ეწვიოთ კრისტალის ფილიალს ან უახლოეს მაღაზიას, სადაც დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი
-
რა დამჭირდება კურსის გადასახურდავებლად?
დაგჭირდებათ პირადობის მოწმობა
-
კურსის დაფიქსირება თუ არის შესაძლებელი?
შესაძლებელია. ფორმდება ავანსის ხელშეკრულება და ოპერაციის შესრულებადე, განათავსებთ დასაკონვერტირებელი თანხის 2%-ს. ოპერაციის შესრულების შემდეგ, განთავსებული, 2% გიბრუნდებათ უკან.
-
სად შემიძლია რომ კონვერტაციით ვისარგებლო?
კრისტალის ყველა ფილიალში შეძლებთ კონვერტაციას
-
რა ტიპის ვალუტის ყიდვა ან გაყივა შემიძლია კრისტალში?
შეგიძლიათ გაყიდოთ ან იყიდოთ: ამერიკული დოლარი, ევრო, რუსული რუბლი, თურქული ლირა, ბრიტანული ფუნტი, შვეიცარული ფრანკი, აზერბაიჯანული მანათი, სომხური დრამი
-
რა არის საჭირო გზავნილის გასანაღდებლად?
დაგჭირდებათ პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენა, ასევე საჭიროა დაასახელოთ: გზავნილის სისტემა, კოდი, ვალუტა, თანხა, რომელიც უნდა მიიღოთ და გამომგზავნი.
-
სად შემიძლია ფულადი გზავნილის გაგზავნა/განაღდება ?
კრისტალის ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ გააგზავნოთ/გაანაღდოთ გზავნილი
-
გზავნილებზე რამდენია საკომისიო?
თანხის მიღება-უფასოა
თანხის გაგზავნისას, გამგზავნი იხდის საკომისიოს, რომლის ტარიფი განისაზღვერება, გზავნილების სისტემების მიხედვით
-
გაქვთ თუ არა შიდა გზავნილი?
გვაქვს შიდა გზავნილი- “მიმინო”, რომლის გაგზავნას/მიღებას შეძლებთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალში
-
რომელი გზავნილების გაგზავნა/განაღდება შეიძლება კრისტალში?
შეგიძლიათ მიიღოთ ან გააგზავნოთ შემდეგი გზავნილები:
- Western Union
- Money Gram
- Intel Express
- Ria
- Zolotaya Korona
- Unistream
- contact
- მიმინო
-
ფასდება თუ არა ნაკეთობა ან ძვირფასი თვლები?
ჩვენთან შესაძლებელია მხოლოდ ოქროს შეფასება
-
რამდენია საპროცენტო განაკვეთი ოქროს სესხზე?
წლიური საპროცენტო განაკვეთი არის, 24%-დან, ეფექტური 26.85%-დან.
-
ყოველთვიური დაფარვის გრაფიკის შემთხვევაში, რამდენ თვეზე შემიძლია გადავანაწილო ოქროს სესხი?
სესხი შეგიძლიათ გადაანაწილოთ, მაქსიმუმ, 36 თვეზე.
-
რას ნიშნავს გრაფიკიანი ოქროთი უზრუნველყოფილი სესხი?
ოქროთი უზრუნველყოფილია სესხი, სადაც თანხის ძირიც და პროცენტიც გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად, ეტაპობრივად იფარება.
-
რა ვადით გაიცემა ოქროთი უზრუნველყოფილი სესხები?
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ: 1 თვიანი, 3 თვიანი და გრაფიკიანი ოქროთი უზრუნველყოფილი სესხით- 6 თვიდან-36 თვემდე ვადით.
-
რომელი სინჯებით შემიძლია მივიღო ოქროთი უზრუნველყოფილი სესხი?
ვაფასებთ ოქროს: 375, 500, 585, 750, 900, 958 სინჯით.
-
ვის შეუძლია ისარგებლოს ოქროს სესხით?
ოქროს სესხით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც აქვს ბინადრობის ნებართვა.
შედეგი ვერ მოიძებნა!