Search
ყველა შედეგი

საპატიო ჯილდო საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობისთვის

საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსზე BARTA 2022 კრისტალმა საპატიო ჯილდო კიდევ ერთხელ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსში კრისტალი უკვე  მეოთხე წელია მონაწილეობს და ოთხჯერ აქვს მოპოვებული საპატიო ჯილდო.

კომპანიამ გამარჯვება წლიური ანგარიშის შინაარსის, ხარისხისა და ღიაობისთვის მოიპოვა. ეს აღიარება კომპანიის სტაბილურ განვითარებას უსვამს ხაზს და ადასტურებს, რომ „კრისტალის“ გუნდისთვის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციულ ღირებულებას წარმოადგენს.

BARTA 2022-ის ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო 16 ნომინანტი კომპანია. გამარჯვებულები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. 

საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსი მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მიერ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით, 2019 წლიდან ტარდება.

კონკურსის მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება, ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებაა, რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად და მათ მოსაზიდად ასევე მნიშვნელოვანია. მდგრადი და სისტემური ანგარიშგების მიმართულებით ასეთი ტიპის აღიარება ხელს უწყობს ნდობის ხარისხის ზრდას და კომპანიის საქმიანობით დაინტერესებულ პირებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციას.

კრისტალის 2021 წლის წლიური ანგარიში

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.