Search
ყველა შედეგი

არჩილ ბაკურაძე  საერთაშორისო ორგანიზაცია „მიკროსაფინანსო ცენტრის“  თავმჯდომარედ აირჩიეს  

საერთაშორისო ორგანიზაცია „მიკროსაფინანსო ცენტრის“ (MFC) შეხვედრაზე, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე საერთაშორისო ორგანიზაცია „მიკროსაფინანსო ცენტრის“ (MFC) საბჭოს თავჯდომარედ აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან ამ დრომდე არჩილ ბაკურაძე MFC -ის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.  

არჩილ ბაკურაძე საფინანსო სფეროში საქმიანობს და „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. რამდენიმე წლის განმავლობაში მას საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. პარალელურად კი იგი ხელმძღვანელობდა კოალიციას ფინანსური განათლებისთვის. 

„ჩემთვის დიდი პატივია MFC-ის საბჭოს თავმჯდომარეობა, რადგან MFC არის განსაკუთრებული ორგანიზაცია, რომელიც 25 წელია გულმოდგინედ ემსახურებოდა მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებას ჩვენს რეგიონში. შთამბეჭდავია MFC-ის მიერ ჩაყრილი მყარი საფუძველი, ის პრინციპები, რომლებიც აქტუალურია, როგორც არასდროს, და მისი განსაკუთრებული მენეჯმენტისა და გუნდის თავდადება და გამბედაობა. გულწრფელ მადლობას ვუხდი საბჭოს, ჩემს პატივცემულ კოლეგებს ნდობისთვის და მოუთმენლად ველი ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას MFC-ის საქმიანობის წარმატების გასაგრძელებლად“- აღნიშნავს არჩილ ბაკურაძე. 

ქალაქ ბუდვაში გამართული 25-ე შეხვედრა „მიკროსაფინანსო ცენტრის“ მიერ იყო ორგანიზებული. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე „მიკროსაფინანსო ცენტრმა“ „კრისტალს“ აქტიური წევრობისთვის საპატიო ჯილდოც გადასცა. „კრისტალი“ გაერთიანებას რამდენიმე წელია შეურთდა და ამ დროიდან მის საქმიანობაში ინტენსიურადაა ჩართული. 

„მიკროსაფინანსო ცენტრი“, რომელიც გამოცდილი, მაღალი სანდოობისა და რეპუტაციის მქონე საერთაშორისო გაერთიანებაა, თანამშრომლობის ეფექტიან პლატფორმასა და პროფესიული განვითარების მექანიზმს წარმოადგენს. იგი ხელს უწყობს ფინანსური ჩართულობის დარგის შედეგიანობასა და მისი საქმიანობის სტანდარტების დაცვას. „მიკროსაფინანსო ცენტრი“ 114 ორგანიზაციას, მათ შორის ევროპისა და ცენტრალური აზიის 77 საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს აერთიანებს. ყველა მათგანი  ჯამში დაახლოებით 2 მილიონ დაბალშემოსავლიან მომხმარებელს ემსახურება.  

დამატებითი ინფორმაციისთვის: https://mfc.org.pl/changes-in-the-mfc-council/  

Archil Bakuradze Elected as a Chair of Microfinance Centre

At the meeting hosted by the international organization “Microfinance Center” (MFC) in the city of Budva, Montenegro, Archil Bakuradze – the chairman of the supervisory board of the financial inclusion organization Crystal was elected as the chair of MFC board. It is noteworthy that from 2019 until now, Archil Bakuradze has been a member of the Board of Directors at MFC. 

Mr.Bakuradze is working in the financial sector, currently chairing the Supervisory Board of Crystal. For several years, he also chaired the Georgian Microfinance Association, leading the coalition for financial education in the meantime.   

“It is a great honor for me to be elected as a chair of the MFC board, as the Microfinance Centre is a distinguished organization that has been diligently serving the development of the microfinance sector in our region for 25 years already. The solid foundation laid by MFC, the principles that are as relevant as ever, and the dedication and courage of its exceptional management and team are truly impressive. I am sincerely grateful to the Board, to my dear colleagues for their trust and look forward to our joint work to continue successful operation of MFC” – noted Archil Bakuradze.  

It was the 25th meeting organized by the Microfinance Center. It is worth noting that at the event, the MFC also presented an honorary award to Crystal for its active membership. Having joined the association a few years ago, Crystal has been intensively involved in its activities since then. 

As an experienced, highly reliable and reputable international association, the Microfinance Centre offers an effective platform for cooperation and professional development. It contributes to the efficiency of the financial inclusion sector, ensuring adherence to its standards. The MFC brings together 114 organizations, including 77 international financial institutions from Europe and Central Asia that deliver microfinance services to almost 2 million low-income clients.  

For more information, check out: https://mfc.org.pl/changes-in-the-mfc-council/  

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.