Search
ყველა შედეგი

ფიგურული სრიალიდან ძალოსნობამდე - კრისტალი ათლეტი გოგოების მხარდასაჭერად

ნანა ხორავა 5 წლის იყო, როცა მშობლებმა ფიგურულ სრიალზე შეიყვანეს. დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით ასპარეზობდა, საქართველოს ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორიც გახდა, თუმცა მოგვიანებით მძლეოსნობამ გაიტაცა. წარმატებას ამ შემთხვევაშიც მალე მიაღწია: 100-200-400 მეტრ დისტანციაზე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს, არაერთი რეკორდიც აქვს დამყარებული. სამწუხაროდ, ქვეყანაში მძლეოსნობა ნაკლებად იყო განვითარებული, ამიტომ ნანამ გადაწყვიტა, ძალოსნობა ეცადა.  

„სპორტი ძალიან მიყვარს, თუმცა მანამდე ძალოსნობის მიმართ ინტერესი არასდროს მქონია. უბრალოდ მითხრეს, რთული სახეობაა და ვარჯიში ძალიან გაგიჭირდებაო. ჩემთვის კი ეს სიტყვები მოტივაციად იქცა. დავინტერესდი და მალევე მივედი დარბაზში, სადაც დღემდე ერთადერთი გოგო ვარ. სხვათა შორის, ძალიან კარგად მიმიღეს, მწვრთნელებიც და ფედერაციაც ჩემზე ახლაც განსაკუთრებით ზრუნავენ“, – ამბობს ნანა. 

წელიწად-ნახევარია, ნანა ეროვნული ნაკრების წევრია. ის საქართველოს მრავალგზის პრიზიორი, არაერთი რეკორდის ავტორი და17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სამგზის ბრინჯაოს მედალოსანია. ახალგაზრდა ათლეტი ოცწლამდელთა საქართველოს ჩემპიონატზე სინკლერის სიის მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა და 91-კილოიან ატაცში ქვეყნის რეკორდი დაამყარა.  

სულ ცოტა ხნის წინ ნანა „კრისტალის“ სტიპენდიატი გახდა. „აქამდე სპონსორი არასდროს მყოლია. ამ ფაქტმა განსაკუთრებით გამაბედნიერა, მოტივაცია გამიორმაგა“, – ამბობს ის.  

ნანა ახლა 17 წლისაა. ქუთაისში ცხოვრობს, თუმცა დროის უმეტეს ნაწილს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, შეკრებებზე ატარებს. ამჟამად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებისთვის ემზადება. სურს, სამეულში მოხვდეს. პარალელურად კი, აბიტურიენტია და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მწვრთნელის ფაკულტეტზე გამოცდების ჩაბარებას აპირებს.  

კრისტალი, პირველი იყო იმ 5 კომპანიას შორის, რომელმაც 2016 წელს პირველმა მოაწერა ხელი WEPs-ს (Women Empowerment Principals)/ქალთა გაძლიერების პრინციპებს, კომპანია მხარს უჭერს ქალებსა და გოგოებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციასა და განვითარებაში. ძალოსნობა სტერეოტიპულად „კაცების სპორტად“ მიიჩნევა, ამის გამო გოგოები, რომლებსაც ამ სახეობაში ასპარეზობა სურთ, არაერთ სირთულეს აწყდებიან. ჩვენთვის საამაყოა, რომ ნანას მხარდაჭერით, ხელს ვუწყობთ სტერეოტიპების მსხვრევასა და სპორტში თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.